გამოკვლევების მიხედვით, რომელიც საკმაოდ ავტორიტეტულმა გამოცემა Journal of Couple-მ ჩაატარა, დადგინდა, რომ მამაკაცების 60%-ი პარტნიორს ატყუებს. პროცენტულად ეს ძალიან დიდი მაჩვენებელია, თუმცა შედეგები არავის გაკვირვებია. იგივე გამოკვლევების თანახმად, მოღალატე ქალბატონების პროცენტული მაჩვენებელი 35%-ს შეადგენს, რაც გულისხმობს, რომ ყოველი მესამე ქალბატონი პარტნიორს ღალატობს.
რატომ ღალატობენ ადამიანები პარტნიორებს?
ყურადღების ნაკლებობა
ქალბატონებს დიდი ხნის განმავლობაში ყურადღებისა და ემოციური სიახლოვის გარეშე ცხოვრება უჭირთ. შესაბამისად, თქვენ შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ყველაფერი რიგზეა მანამ, სანამ ღალატის შესახებ შეიტყობთ. სრულიად შესაძლებელია, რომ ქალბატონი სულაც არ თვლიდეს თავს დამნაშავედ, რადგან თქვენ მას აღარც ყურადღებას აქცევთ და აღარც ემოციური სიახლოვით ანებივრებთ…
შურისძიება
ქალბატონები მამაკაცის ღალატს არასდროს ივიწყებენ, ამიტომ კარგი იქნება თუ მატყუარა ღიმილის არ ენდობით. იცოდეთ, რომ ეს თქვენი ქალბატონის შურისძიების დასაწყისია. ხოლო თუ თქვენ, მის მეგობართან გქონდათ სექსი, ხოლო ამის დამალვა განიზრახეთ – კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში.
ფიზიკური დაუკმაყოფილებლობა
გოგონებს ყოველთვის სურთ თავი სასურველებად იგრძნონ და მიიღონ მაქსიმალური სიამოვნება მამაკაცებისგან. სამწუხაროდ, ძლიერი სქესის წარმომადგენლები ამ ფაქტს ყურადღებას ნაკლებად აქცევენ. დროთა განმავლობაში ასეთი უყურადღებობით დაღლილი ქალბატონი, შვებას აუცილებლად სხვა მამაკაცთან ურთიერთობისას იგრძნობს.
ფინანსური დამოუკიდებლობა
არც ისე სასიამოვნოა ამის აღიარება მამაკაცებისთვის, მაგრამ ქალბატონებს ფინანსური დამოუკიდებლობა აუცილებლად სჭირდებათ. პარტნიორზე დამოკიდებული თავს მხოლოდ დამხმარე პერსონად გრძნობს, რაც მისთვის არც თუ ისე სახარბიელო პოზიციაა. შესაბამისად, ისინი მუდამ ცდილობენ ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვებას, ამან კი შეიძლება საკმაოდ დიდი ცვლილებები გამოიწვიოს, რაც შეიძლება ღალატით გამოიხატოს, რადგან მას ხელთ უპყრია ურთიერთობის ის სადავეები, რომელიც სხვადასხვა დაბრკოლებებისგან თავის დაღწევაში დაეხმარება.
დაბალი თვითშეფასება
ეს ყველაზე სულელური მიზეზია ღალატისთვის, თუმცა, სამწუხაროდ, ყველაზე გავრცელებულიც. გრძელვადიან ურთიერთობებში მამაკაცმა შეიძლება შეწყვიტოს ყოველდღიური კომპლიმენტების წარმოთქმა და ქალბატონის განებივრება, რაც სრულიად დაუშვებელია. ასეთ შემთხვევებში ქალბატონის თვითშეფასება ყოველდღიურად მცირდება მანამ, სანამ ის კომპლიმენტს სხვა მამაკაცისგან არ მოისმენს, ეს კი ღალატისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია. დასრულდება თუ არა ასეთი ურთიერთობა ღალატით, მხოლოდ მასზეა დამოკიდებული.
მიმზიდველი გარეგნობა
მუდმივი ვარჯიში სპორტდარბაზში, წონის კლება და იდეალური ფიგურის მიღება, ქალბატონებისთვის ყურადღების მიქცევის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ხერხია. მომხიბვლელი გარეგნობის ქალბატონი, ადვილად ექცევა მამაკაცების ყურადღების ქვეშ, შესაბამისად, გართობის მიზნით დაწყებული ფლირტი შეიძლება ღალატით დასრულდეს…
მოწყენილობა
რუტინული დამოკიდებულება ურთიერთობების მიმართ, ქალბატონებს ძალიან აღიზიანებთ. 3 წლის განმავლობაში მიმდინარე ურთიერთობა საკმარისია იმისთვის, რომ ქალბატონმა მოიწყინოს და თუ ეს ასე მოხდა, რა თქმა უნდა პარტნიორის ბრალი იქნება. ემოციური სიშორე, მოვალეობის მოხდის მიზნით სასეირნოდ გასვლა და კომპლიმენტები, ქალბატონს აიძულებს სხვა მამაკაცისკენ გაიხედოს, რომელიც მას თავს კვლავაც ზღაპარში აგრძნობინებს.