ცნობილი რუსი მომღერალი ზემფირა ერთ-ერთ პოპულარულ საავტორო გადაცემის სტუმრობდა. ინტერვიუს მიმდინარეობისას ვარკსვლავი გამოტყდა, რომ უცნაური ფობიის გამო ძალიან იტანჯება.
როგორც ირკვევა, მომღერალს ძალიან ეშინია საცობების და გარდა ამისა, მას ეშინია მეტროთი მგზავრობის. ასეთ სიტუაციებში მას მუდამ ახსენდება საშინელი ინციდენტები და ხშირად გულიც მისდის.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ მომღერალს გულშემატკივრების ძალიან დიდი არმია ჰყავს და მისი კონცერტები მუდამ ანშლაგით მიმდინარეობს, თუმცა, თავად ზემფირა ამბობს, რომ ხშირად ჰქონია ისეთი შემთხვევა, როდესაც სცენაზე შეუძლოდ გამხდარა, მაგრამ საკუთარი ფობია დაუმარცხებია.