LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ უნდა დაესწროთ ”პოემუსს”?

68

ფესტივალი “პოემუსი” როგორც შემოქმედებითი მოძრაობა ერთი წლის წინ შეიქმნა. ფესტივალის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 10 თეატრალური პერფორმანსი და საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა. ფესტივალის მეორე სეზონი, ინტერნაციონალურია, რომელშიც ქართველ არტისტებთან ერთად უცხოელი ხელოვანები მსოფლიოს სხავადასხვა ქვეყნებიდან მიიღებენ მონაწილეობას. ზაფხულის განმავლობაში პოემუსის ფარგლებში უამრავი საინტერესი ღონისძიებაა დაგეგმილი. როგორც ფესტივალის დამფუძნებელმა ბექა ელბაქიძემ “ფორტუნასთან” საუბრისას აღნიშნა, 11-დან 15 ივნისის ჩათვლით მწერალთა სახლში ”პოეზიის ღამეები” გაიხსნება, 19 ივნისს კი ქუჩის აქცია იტალიელი და სერბი მუსიკოსებისა და მოძრაობის თეატრის მსახიობების მონაწილეობით გაიმართება.

23 ივნისს, 21:00 საათზე კაფე “ლინვილიში” ფესტივალის ფარგლებში ფრანგული მუსიკის საღამო გაიმართება. მასში მონაწილეობას მომღერალი იზაბელ სელესკო,   მიკელე მოი და გიგი ვანდერი მიიღებენ.

24 ივნისს, 20:00 საათზე, კაფე კანაპეში, იტალიური მუსიკის საღამო გაიმართება, რომელშიც მომღერალი ტიტი სმერილიო, ფაბიო ფოკეზატო, ალესიო ბონდი, გიგი ვანდერი მიიღებენ მონაწილეობას.

26 ივნისს (ნარკომანიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს), 20:00 საათზე,  მაყურებელს მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლის ”BE REA” ნახვის საშუალება მიეცემა. სპექტაკლის რეჟისორი იოსებ ბაკურაძეა, მონაწილეობას მიიღებენ მსახიობები: ლეტიცია ლეცა (იტალია), ემანუელ კაზერიო (იტალია), ელეონორა გუსმანო (იტალია), ბარბარა მანძატო (იტალია), ანია რიცი-ბოგდან (უკრაინა), მარიუს ბიზაუ (რუმინეთი), ბეატრიჩე აიელო (იტალია), ნატალია სიმონოვა (რუსეთი), მარიკა დე კიარა (იტალია), ელიზა ლომბარდი (იტალია), იზაბელ სელესკო (საფრანგეთი), გიორგი ყორღანაშვილი (საქართველო), პაატა ინაური (საქართველო). თინა დალაქიშვილი (საქართველო), სამორი ბალდე (საქართველო), ასევე მუსიკოსები და მომღერლები: ალესიო ბონდი (იტალია), მიკელე მოი (იტალია), ელენე კალანდაძე (საქართველო), გიგი ვანდერი (საქართველო), ქეთი ორჯონიკიძე (საქართველო), ლევან მასპინძელაშვილი (საქართველო). ასევე მოძრაობის თეატრის მსახიობები, შოუ-გოგონები უკრაინიდან და მოცეკვავე ბიჭები.

ფესტივალი ”პოემუსი” 2013 წელს შეიქმნა, მის ფარგლებში ქართველი ხელოვანები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მოგზაურობდნენ: ლეიკემიით დაავადებული და უსახლკარო ბავშვების, მიუსაფარი მოხუცების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დასახმარებლად, გაიმართა აქციები, რომლბიც მიეძღვნა აგვისტოს ომის დროს დაზარალებულთა ხსოვნას, აივ-ინფექციისა და ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლას. შემოქმედებით გაერთიანებაში გაწევრიანებულია 100-ზე მეტი ქართველი არტისტი (მუსიკოსები, მომღერლები, მწერლები, თეატრისა და კინოს მსახიობები), ისინი წარმოდგენებში ყოველგვარი ჰონორარის გარეშე იღებენ  მონაწილეობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები