მაშინ, როცა ყავასა და მის სასიკეთო თვისებებზე ბევრი დაწერილა თუ თქმულა, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ჩაიც. რამეთუ ეს სასმელი ზოგადი ჯანმრთელობისთვის მართლაც ძალიან სასარგებლოა.
რა სარგებლობა მოაქვს ჩაის და რატომ უნდა მიირთმევდეთ მას ამ წუთას? სპეციალისტებმა 7 არგუმენტი დაასახელეს, რომელთა გაცნობის შემდეგაც ჩაის ყოველდღიური რუტინის ნაწილად აქცევთ.
1. ჩაის ძალიან ცოტა კალორია აქვს
ჩაი ეს არის ნატურალური დაბალ კალორიული სასმელი, რომელიც თქვენი დღის საუკეთესო დამატებად შეიძლება იქცეს. ტრადიციულ შავ ან მწვანე ჩაის დილაობით კოფეინის საჭირო დოზის მოცემა შეუძლია, ხოლო უკოფეინო ხილის ან მცენარეული ჩაი არაჩვეულებრივი დამამშვიდებელი საშუალებაა.
2. ჩაი ქრონიკული დაავადებების რისკს ამცირებს
ჩაი დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს შეიცავს, ის გულის ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა და ასევე სხეულის ჰიდრატაციას უწყობს ხელს. ანტიოქსიდანტებს ქრონიკული დაავადებების გაჩენის რისკის შემცირებაც შეუძლია.
3. ჩაი სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს
შავი ჩაი 2 ტიპის დიაბეტის რისკს ამცირებს და სისხლში შაქრის კონტროლს უწყობს ხელს. გვირილის ჩაი დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს შეიცავს, დამამშვიდებელი ეფექტი აქვს და ღამით უკეთესი ძილის გარანტია.
4. ჩაი ანთებით პროცესებს ებრძვის
ჩაის ყოველდღიურად მირთმევა სხეულში ანთებით პროცესებს ებრძვის, რაც ისევ და ისევ ანტიოქსიდანტების დამსახურებაა.
5. ჩაი ძვლებს ამაგრებს
ჩაის რეგულარულად მიღება ძვლების სტიმულაციას და ზრდას უწყობს ხელს.
6. ჩაი სტრესს ამცირებს
ჩაის დამსახურებით სტრესის დონე მცირდება. ქრონიკული, ანთებითი პროცესები რომელიც სხეულში სტრესს და არაერთ ქრონიკულ დაავადებას იწვევს, ჩაის დამსახურებით ნაკლებად საშიში ხდება. ასეთ დროს ყველაზე საშიში დაავადებებია – გულის დაავადება, შფოთვა და დიაბეტი.
7. ჩაი იმუნურ სისტემას აძლიერებს
ჩაი იმუნურ სისტემას აძლიერებს და სხეულს სხვადასხვა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის სტიმულს აძლევს.