კრისტალურად სუფთა წყალი და კეთილმოწყობილი პლაჟები, დატვირთული ტურისტული პროგრამა და უგემრიელესი სამზარეულო – გთავაზობთ, ხორვატიაში მოგზაურობის რამდენიმე უმთავრესს მიზეზს.
* ხორვატია მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ქვეყანაა. აქ ნაციონალური პარკები, ორნითოლოგიური ნაკრძალები, ცნობილი პლიტვიცის ტბა და ბუნების ფენომენი – ზღვიდან მხოლოდ ვიწრო ყელით გამოყოფილი ვრანის ტბაა. ხორვატიის ბუნებზე ბევრის თქმა შეიძლება, თუმცა, უკეთესია ყველაფერი საკუთარი თვალით ნახოთ, რადგან შეუძლებელია არ შეგიყვარდეთ ამ ქვეყნის ულამაზესი პეიზაჟები.
* რბილი კლიმატი და წიწვოვანი ტყეების სამკურნალო ჰაერი. ხორვატიის კლიმატი ერთნაირად სასარგებლოა როგორც ბავშვებისთვის, ისე უფროსებისთვის.
* ყველაზე სუფთა წყალი ევროპაში. გარემოს კონტროლის ევროპული სააგენტო ადასტურებს, რომ ადრიატიკის ზღვა დალმაციის (ხორვატიის ერთ-ერთი მთავარი საკურორტო რაიონი) ნაპირებთან ყველაზე სუფთაა მთელ ევროპაში.
* ”ცისფერი დროშითაა” (კრისტალურად სუფთა წყლის მანიშნებელი) აღნიშნული უამრავი პლაჟი. ხილვადობა ზღვაში კი – სიღრმეში 50 მეტრს აღწევს.
* დატვირთული საექსკურსიო პროგრამა. ხორვატიაში უამრავი ნაციონალური პარკი, ულამაზესი ტბა, ისტორიისა და არქიტექტურის ძეგლი გელოდებათ.
* არქიტექტურული ძეგლები. ისტორიულ ძეგლებად ქცეული ულამაზესი უძველესი ქალაქები, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შესული.
* ხორვატია მშვენიერი ადგილია სპორტისა და აქტიური დასვენების მოყვარულთათვის, რადგან აქ უამრავი სპორტული ცენტრი, გოლფის მოედანი და ჩოგბურთის კორტია.
* უგემრიელესი კერძები. ხორვატული სამზარეულო მდიდარია ზღვის პროდუქტით, განსხვავებულად მომზადებული ხორცით და ღვინით. მოგზაურობისას აუცილებლად დააგემოვნეთ პრშუტო (იტალიური პროშუტოს ანალოგი), პაშტიცადუ, პაჟის ყველი და ადგილობრივი ტრიუფელი.