LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ უნდა გავაშროთ ზამთარში ავტომობილი

58

სიცივის დადგომასთან ერთად მრავალი მძღოლი ავტომობილის მინების გაყინვასა და დაორთქვლის პრობლემას აწყდება. მნიშვნელოვანია ავტომობილის სალონში არსებულ ზედმეტ სინოტივეს სწორად ებრძოლოთ. თუკი ავტომობილის სალონში რეგულარულად მოიმატებს ჰაერის ტენიანობა, შესაძლოა ის კონდენსატად გადაიქცეს და მაგალითად ავტომობილის ჭერის საფარის ქვეშ დაგროვდეს. ასეთი პრობლემისას მძღოლებს პირველ რიგში ჰგონიათ, რომ ჰერმეტულობის დარღვევასთან აქვს საქმე, თუმცა სინამდვილეში, როდესაც გარეთ ყინვაა, სხვადასხვა საფარის ქვეშ შესაძლოა წყალი ჩაიყინოს, დათბობისას კი ყინული დნება და ჭერიდან, განათებიდან და სხვა ადგილებიდან წყალი წვეთავს. ამ დროს არ არის სასურველი რეცირკულაციის ღილაკის გამოყენება. საფრთხე მოკლევადიან მგზავრობებში იმალება, როდესაც პატარა ავტომობილით რამდენიმე ადამიანი მგზავრობს. პრობლემის მოგვარება დაპარკინგებამდე ავტომობილის განიავებით შეიძლება, განსაკუთრებით კი ავტომობილის რეცხვის შემდეგ არის ეს საჭირო. როდესაც დღისით პლიუსია, ხოლო ღამით ყინვა, სპეციალისტები გვირჩევენ კონდინციონერი გამოვიყენოთ. ასევე მნიშვნელოვანია ხალიჩების წყლისგან და თოვლისგან გასუფთავებაც.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები