LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რატომ უნდა ვქომაგობდე ზაზა ფაჩულიას, თუ კალათბურთს საერთოდ არ ვუყურებო…“

70

ფოტოგრაფი მარი ნაკანი წერს იმის შესახებ, რატომ უნდა მივცეთ ხმა ზაზა ფაჩულიას.

„ერთმა ჩემმა მეგობარმა დაწერა ამას წინათ, რატომ უნდა ვქომაგობდე ზაზა ფაჩულიას, თუ კალათბურთს საერთოდ არ ვუყურებო. მხოლოდ იმიტომ რომ ქართველი ვარო?

ლოგიკური შეკითხვაა, მეც არ ვუყურებ კალათბურთს, თუმცა!

არსებობს რაღაც მოვლენები, როცა ჩვენ არა მხოლოდ პირადი ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ, არამედ ძალიან მაგარი იდეის გარშემო ვერთიანდებით.

ესეთი სულისკვეთება და ერთიანობა იშვიათია ხოლმე, მაგრამ ძალიან სასიამოვნოა, როცა მთელი ქვეყანა ერთად განიცდის, ერთი იდეის გარშემო ტრიალებს, ერთად იბრძვის.

აი, სულ ახლახან გორგოძე რომ დააჯილდოვეს, როგორ გვიხაროდა მთელ ერს.

„ევროვიზიაზე“ ღირსეულად რომ გამოვიდა ნინა სუბლატი, რამხელა ემოცია იყო ყველასათვის!

როგორ ვამაყობთ პატარა ქართველი ლამაზმანით თაკო ნაცვლიშვილით, რომელმაც 15 წლის ასაკში მსოფლიო მწვერვალები დაიპყრო და ის Armani-ს Louis Vuitton-ის, Dolce & Gabbana-, Christian Dior-ისა და Calvin Klein-ის მოდელია.

ჩვენ პაწაწუნა ქვეყანა ვართ,  მაგრამ ძალიან ნიჭიერები.

ერთმანეთი თუ არ გავიტანეთ და დავეხმარეთ, აბა, ვის უნდა ვუგულშემატკივროთ.

ჩვენი ქვეყნის ინტერესში შედის ზაზა ფაჩულიას წარმატება.

გუშინ რომ დავდე ვიდეო, 1600 ნახვა აქვს და მხოლოდ 8 ადამიანმა დაწერა კომენტარში #‎NBAVOTE zaza pachulia.

დარჩა 11 დღე, ზაზა უკვე მე-8 ადგილზეა, ჩვენი ხმებით უნდა მივიყვანოთ მე-5 ადგილამდე.

სჭირდება 600 000 ხმა.

თითო ქართველმა თითო კომენტარი რომ დაწეროს ან დაასტატუსოს, ნამდვილად გავიმარჯვებთ!

მოდით, ერთად ვისიამოვნოთ ამ გამარჯვებით და ვიგრძნოთ, რომ ერთი გუნდი ვართ.

თუ ამ ვიდეოს ნახავთ, ნუ დაგეზარებათ, კომენტარშიც დააფიქსიროთ თქვენი ერთი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი წარწერა #NBAVOTE zaza pachulia“ – აღნიშნავს მარი.

page

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები