ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია თბილისურ საცობებს უჩივის და საკვირველი არ არის, რომ ამის შესახებ სტატუსს აქვეყნებს „ფეისბუქზე“. საცობები ბოლო დროს თბილისის მაცხოვრებელთათვის და განსაკუთრებით, ავტომფლობელებისთვის, ნამდვილ თავსატეხად იქცა. ტელესახე კი გამოსავალს სთავაზობს საკუთარ თავს და სავარაუდოდ, ჩვენც…
„ჩემმა მეგობრებმა იციან, რომ კარგა ხანია მანქანით თითქმის აღარ დავდივარ და საჭესთან მხოლოდ თავისუფალ დღეებში ვჯდები,როცა საქმე არ მაქვს ხოლმე,საცობების და პარკინგის გამო… ძირითადად, ტაქსით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვმგზავრობ , დღეს კი სანამ პარლამენტში გავედი და ვცდილობ, როგორმე უკან მოვაღწიო ტელევიზიის მძღოლთან ერთად, საბოლოოდ მივხვდი, რომ მე თანდათან მეტროზე გადავერთვები… ერთადერთი საშუალება, რომ არ დაიტანჯო, არ დააგვიანო დანიშნულების ადგილას და დროულად გადაადგილდე, უკვე მხოლოდ მეტროა… მე მეტროზე გადავდივარ !!!!!!“ – აღნიშნავს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში.