LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რჩევები მძღოლისგან, რომელმაც ავტომობილით 5 მილიონი კილომეტრი გაიარა

87

ადამიანები ხშირად სვავენ შეკითხვას – ”როგორ შევინარჩუნოთ ავტომობილი დიდი ხნის განმავლობაში?” ”როგორ მოვიქცეთ, რომ ავტომობილი დიდხანს გვემსახუროს?” ასეთ კითხვებს ძირითადად სოც-ქსელებსა და ავტომობილის ტექნიკური აღდგენის ცენტრებში მოისმენთ.

ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად გთავაზობთ ავტომფლობელის ირვ გორდონის მეთოდს, რომელმაც 1966 წლიდან მოყოლებული, Volvo P1800-ით 5 მილიონამდე კილომეტრი გაიარა. სწორედ ეს ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ პრაქტიკული გამოცდილება, ნებისმიერ თეორიულ რჩევაზე უკეთესია. მაშ ასე…

 

ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ექცევით ავტომობილს

თქვენი ავტომობილი, აუცილებლად უნდა მოგწონდეთ. თუ ეს ასე არ არის, ვერასდროს შეძლებთ მოუაროთ მას ისე, როგორც საჭიროა. თუ მისი მართვის დროს შინაგანად მცირედ დისკომფორტს მაინც განიცდით, დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი თქვენს მისდამი უყურადღებობას გამოიწვევს. რაც საბოლოო ჯამში მიგიყვანთ იქამდე, რომ ვერც თქვენ და ვერც თქვენს მფლობელობაში არსებული ავტომობილი ერთმანეთის დახმარებას ვერ შეძლებთ.

 

 

რეგულარულად ცვალეთ ძრავისა და გადაცემათა კოლოფის ზეთი, აგრეთვე ფილტრები 

ზეთისა და ფილტრების შეცვლა ავტომობილის მოვლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქმედებაა. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ძრავისა და გადაცემათა კოლოფის ზეთი აუცილებლად ერთი ბრენდის უნდა იყოს. ხოლო, თუ თქვენ გსურთ, რომ ავტომობილმა დიდი ხნის განმავლობაში გასიამოვნოთ, მოერიდეთ იაფფასიანი ზეთის გამოყენებას. უხარისხო დეტალები, თქვენს ავტომობილს დიდ ზიანს აყენებს.

 

 

გამოიყენეთ მხოლოდ და მხოლოდ ორიგინალი ნაწილები

დაზიანებების აღმოფხვრისა და სავალი ნაწილების აღდგენითი სამუშაოების შემთხვევაში, მაქსიმალურად ეცადეთ გამოიყენოთ მხოლოდ ორიგინალი დეტალები. გახსოვდეთ, რომ მეორადი ნაწილები, რომლებიც არ არის ორიგინალი, აუცილებლად იმაზე მალე მოცვდება, ვიდრე ამას წარმოიდგენთ. სწორედ ამიტომ, თუ გსურთ, რომ ავტომობილი დიდი ხნის განმავლობაში და თანაც, გამართულად გემსახუროთ, ეს რჩევა აუცილებლად გაითვალისწინეთ.

 

 

გამოიყენეთ ერთი და იგივე ბრენდის საწვავი

ავტომწარმოებლის რეკომენდაციის მიხედვით, ეცადეთ, ავტომობილს ერთი და იგივე ბრენდის საწვავი მოახმაროთ. სწორედ ასე იქცეოდა ირვ გორდონიც, რომელიც 1966 წლიდან მოყოლებული, თავის უნიკალურ ავტომობილს Volvo P1800-ს მხოლოდ ერთი ბრენდის საწვავით ამარაგდებდა.

 

 

გამოიყენეთ ერთი და იგივე ბრენდის ძრავის ზეთი

ავტომობილის ექსპლუატაციაში ყოფნის პერიოდში ნებისმიერი მძღოლი ოცნებობს იმაზე, რომ რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოს საყვარელი მოდელი. გარდა იმისა, რომ რეგულარულად უნდა შეიცვალოს ზეთი როგორც ძრავში, აგრეთვე გადაცემათა კოლოფში, აუცილებელია, რომ შერჩეული ზეთი, აუცილებლად იყოს ერთი ბრენდის.

ძრავს არ უყვარს, როდესაც მისი მფლობელი სხვადასხვა სახის ზეთს ხმარობს. დაიმახსოვრეთ, რომ ერთი და იმავე ბრენდის ზეთის გამოყენება, ნებისმიერ სიტუაციაში ძრავს სწრაფი ცვეთისგან იცავს.

 

 

კვირაში ერთხელ შეამოწმეთ, რა ხდება კაპოტქვეშ

როგორც ირვ გორდონი ამბობს, ავტომობილის მოვლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალი, კვირაში ერთხელ კაპოტქვეშ ჩახედვაა, რაც საშუალებას გვაძლევს ვიცოდეთ, თუ რა ხდება ძრავში, წვის კამერაში, ჰაერის მიწოდების სისტემასა თუ სხვა მნიშვნელოვან დეტალებში. გარდა ამისა, მსგავსი საქციელით ადვილად ვხვდებით, გვაქვს თუ არა შესაცვლელი რაიმე დეტალი, სავალ ნაწილებსა თუ წყლის სისტემაში. შემოწმების დროს, აუცილებელია ყველაფერი დეტალურად შევისწავლოთ.

 

 

რეგულარულად ასუფთავეთ ავტომობილი 

ეცადეთ, ავტომობილი რაც შეიძლება ხშირად გარეცხოთ. კარგი იქნება, თუ ამას თქვენთვითონ მოახერხებთ და ავტომობილის სამრეცხაოს მოაშორებთ. საქმე იმაში გახლავთ, რომ სამრეცხაოში მომუშავე პერსონალმა, ნაკლებად იცის თქვენი ავტომობილის დეფექტებისა თუ სისუსტეების შესახებ, რამაც შეიძლება თქვენს მფლობელობაში მყოფი სატრანსპორტო საშუალების ძალიან დიდი დაზიანება გამოიწვიოს.

 

 

დაუმეგობრდით ავტომობილის ხელოსანს

გაითვალისწინეთ, რომ ავტომობილის ხელოსანთან მეგობრული ურთიერთობა აუცილებელია, ის თქვენთვის და თქვენი ავტომობილისთვის ოჯახის ექიმივით უნდა გახდეს. დაიმახსოვრეთ, რომ თქვენი და თქვენი ხელოსნის კარგი ურთიერთობა თქვენი ავტომობილის ”ჯანმრთელობაზე” ძალიან დიდ გავლენას ახდენს.

 

 

ნუ ივლით სწრაფად მაშინ, როდესაც საწვავის ავზში 5 ლიტრამდე საწვავია დარჩენილი

თუ თქვენ ხშირად გიწევთ მცირე მანძილზე გადაადგილება, ნიშნავს იმას, რომ ხშირად ივიწყებთ საწვავის ავზში დარჩენილ მარაგს. სწორედ ამიტომ, კარგი იქნება, თუ მუდმივად შეძლებთ გააკონტროლოთ საწვავის მარაგი, რადგან მისი ქიმიური შემადგენლობა, შენახვის პირობებში მკვეთრად იცვლება. ამან კი ავტომობილს შეიძლება სერიოზული პრობლემები შეუქმნას. სწორედ ამიტომ, მაქსიმალურად მოერიდეთ სწრაფად სიარულს მაშინ, როდესაც საწვავის ავზში 5 ლიტრამდე საწვავი იქნება დარჩენილი.

 

 

არასდროს დატოვოთ უყურადღებოდ უმნიშვნელო ხმაურიც კი ავტომობილში

ექსპლუატაციის პერიოდში ავტომობილი მუდმივ ცვეთასა და დაზიანებას განიცდის. შესაბამისად, თუ თქვენ ავტომობილიდან უმნიშვნელო ხმაური შემოგესმებათ, ნუ დატოვებთ უყურადღებოთ, რადგან უყურადღებობამ შეიძლება სავალალო შედეგებამდე მიგიყვანოთ.

 

 

გარდა ამისა, გაითვალისწინეთ, რომ აუცილებელია კარგად იცნობდეთ იმ ავტომობილს, რომელსაც მართავთ. ეს თქვენი და თქვენი ავტომობილის ურთიერთობის დაუწერელი კანონია. ავტომობილი იმახსოვრებს ნებისმიერ ყურადღებასა თუ უყურადღებობას. შესაბამისად, გემსახურებათ ისე, როგორც ემსახურებით თქვენ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები