LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რჩევები, რომელიც ყველა მოგზაურს ძალიან გამოადგება

59

სპეციალისტებმა გამოაქვეყნეს რჩევები, რომელიც ყველა მოგზაურს ძალიან გამოადგება. მოგზაურობისას ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ უსაფრთხოებაა და ექსპერტებიც სწორედ ამ საკითხით დაინტერესდნენ. პირველ რიგში კი ეს საცხოვრებელს შეეხება. ისინი ტურისტებს სასტუმროს დაჯავშნისას არჩევანის გაკეთებას მე–3–სა და მე–6 სართულებს შორის ურჩევენ. ეს სიმაღლე ქურდებისთვის რთულად მისაღწევია, სახანძრო გასასვლელი კი ყველაზე ახლოს მდებარეობს. რაც შეეხება უცხო ქალაქში გადაადგილებას, ტაქსის გამოყენების დროს ნავიგატორის კონტროლი არ იქნება ურიგო და მეგობრებისთვის ადგილსამყოფელის შეტყობინებაც აუცილებელია. ფულის შესანახად კი საუკეთესო ადგილი ფეხსაცმელი ან პარფიუმერიაა, ხოლო სხვა ძვირფასი ნივთები სხვადასხვა ჩანთებში უნდა გადანაწილდეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები