LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რძისგან ავტომობილებისთვის ბიო საწვავს დაამზადებენ

112
milk

ავტომობილებისთვის ახალ ბიო საწვავს რძისგან დაამზადებენ. მიჩიგანელმა ფერმერებმა შეთანხმდება დადეს კანადურ კომპანია Dairy Distillery-თან და სპეციალისტები ახალ პროდუქტზე მუშაობას უახლოეს მომავალში დაიწყებენ. ახალ ბიო საწვავს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილებისთვის გამოიყენებენ.

რძის პროდუქტისგან ეთილის სპირტის გამოყვანაა შესაძლებელი, ამერიკელი და კანადელი სპეციალისტები კი მას ბიო საწვავის საფუძვლად გამოიყენებენ.

აშენდება რძის გადამამუშავებელი სპეციალური ქარხანა და წინასწარი გამოთვლით, დაწესებულება ყოველწლიურად 2,2 მილიონი გალონი ბიო საწვავის გამოშვებას შეძლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები