მადრიდში ”სანტიაგო ბერნაბეუზე” გაიმართა ლეგენდების მორიგი მატჩი, რომელიც იოჰან კრუიფის ხსოვნას მიეძღვნა. მშვენიერი ტრადიცია, რომელიც საშუალებას იძლევა შეხვდე ძველ კუმირებს და თან პატივი მიაგო ”მფრინავ ჰოლანდიელს”.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ”სამეფო კლუბის” ლეგენდარულმა ფეხბურთელებმა, ასევე ლეგენდარული ”აიაქსელების” წინააღმდეგ. ესპანურმა გრანდმა 3:1 მოიგო.
მსგავსი ტრადიცია კლუბში საკმაოდ დიდი ხანია არსებობს.
რეალის ლეგენდები: ბუიო, სალგადო, რობერტო კარლოსი, იერო, ფერნანდო სანსი, ველასკო, მაკმანამანი, ზეედორფი, ფიგუ, გუტი და რაული.
შემოვიდნენ: კონტრერასი, ლორენტე, ბუტრაგენიო, ივან პერესი, დანი, ამავისკა, კონგო და სოლარი.
აიაქსის ლგენდები: ვან დერ საარი, რაიციგერი, ჰეიტინგა, ბოგარდი, ვინტერი, ფინიდი, სვარტი, რიხარდ ვიჩგე, რონალდ დე ბური, ოვერმარსი და პერესი.
ასევე შევიდნენ: ზეედორფი, როისერი, კრეეკი, მუსამპა, რობ ვიჩგე, ტაჰამატა, შონაკერი, ვოუტერი და ოგარარუ.
გოლები: 0:1 – ზეედორფი (14 – ს.კ); 1:1 – ფიგუ (27); 2:1 მაკმანამანი (31); 3:1 – ბუტრაგენიო (90).