მადრიდის ”რეალმა” სოსიოებს არჩევანი შეთავაზა და მთავარი მწვრთნელის ადგილზე ჟოზე მოურინიოს, პეპ გვარდიოლას, ზინადინ ზიდანისა და არსენ ვენგერის კანდიდატურები ჩამოთვალა.
კლუბმა ანონიმური გამოკითხვა ჩაატარა საკლუბო ბარათის მქონე გულშემატკივრებს შორის. ამით ”რეალს” სურდა გაეგო, ვინ სურთ ქომაგებს. კლუბის წევრებს შეთავაზეს ზემოჩამოთვლილი ოთხიდან მათთვის მოსაწონი აერჩიათ. ამ ინფორმაციას ”მარკა” ავრცელებს. მისი ვერსიით, კლუბი სოსიოების განწყობას გაითვალისწინებს.
ესპანეთში სოსიოებს უწოდებენ კლუბის საწევრო ბილეთის მქონე პირებს. ”რეალს” პირენეებზე ყველაზე მეტი წევრი ყავს – დაახლოებით 100 ათასი.