LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეალში რევოლუცია მწიფდება: პრეზიდენტს ფეხბურთელები არ უნდა, ფეხბურთელებს ექიმი

38

ფლორენტინო პერესმა და ზინედინ ზიდანმა „რეალში“ რევოლუციის გეგმა განიხილეს.

მადრიდელები ტაქტიკას შეცვლიან და 5-6 ფეხბურთელს დაემშვიდობებიან.

შიდა გუნდურ შეკრებაზე იმ პრობლემებზე იმსჯელეს, რომელსაც „რეალი“ მიმდინარე სეზონში წააწყდა. პერესის აზრით, დაღმასვლა ჯერ კიდევ კარლო ანჩელოტის დროს დაიწყო, ხოლო რაფა ბენიტესმა უფრო დაამძიმა სიტუაცია.

АВС-ის ინფორმაციით, პრეზიდენტი ზიდანს გუნდის მესაჭედ დატოვებს და სათამაშო განხრით რევოლუციის საშუალებას მისცემს. ფლორენტინოს შემადგენლობის გადახალისებაც სურს.

 
ამასობაში Marca წერს, რომ ფეხბურთელები ექიმის მუშაობით არიან უკმაყოფილო, მიზეზი ხშირი ტრამვებია. ისინი ისევ ითხოვენ ექიმის გაშვებას.
ხესუს ოლმოს მუშაობით მანამდეც გამოუთქვამთ უკმაყოფილება, თუმცა ახლა კრიტიკის ახალი ტალღა ბენზემას ტრამვას მოყვა. გასულ სეზონში ფლორენტინო პერესმა ფეხბურთელებს არ დაუჯერა და ოლმო სამსახურში დატოვა.

2015 წლის ივლისიდან მოყოლელბული „რეალის“ 11 ფეხბურთელმა მიიღო ტრამვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები