LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეინჯერსი თავის ადგილზე დაბრუნდა

26

შოტლანდიის და მთლიანად ბრიტანული ფეხბურთის გრანდი „გლაზგო რეინჯერსი“ თავის ადგილზე – თავისი ქვეყნის პრემიერლიგაში დაბრუნდა.

შოტლანდიის ჩემპიონშიპის 33-ე ტურში „გლაზგო რეინჯერსმა“ შინ „დამბარტონი“ 1:0 დაამარცხა და პრემიერლიგის საგზური გაინაღდა.

შეგახსენებთ, 2012 წელს, ფინანსური პრობლემების გამო გლაზგოელები შოტლანდიის რანგით მეოთხე ლიგაში დააქვეითეს. ყოველ მომდევნო სეზონში „რეინჯერსი“ წინ მიიწევდა და კვლავ პრემიერლიგაში აღზევდა.

აღსანიშნავია, რომ „გლაზგო რეინჯერსი“ საკუთარი ქვეყნის ჩემპიონატების მოგების რაოდენობით მსოფლიოში საუკეთესოა. გლაზგოელებმა ოქროს მედლები 54-ჯერ მოიპოვეს.

გემახსოვრებათ, იყო დრო, ამ გუნდში ქართველი ფეხბურთელებიც გამოდიოდნენ: შოთა არველაძე და ზურაბ ხიზანიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები