LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეისზე დაგვიანებულმა ტურისტმა ათენის აეროპორტში დიუთი ფრი დაარბია

106
ქირიას NEWS შაბლონი (8)

რეისზე დაგვიანებულმა ტურისტმა საბერძნეთში, ათენის აეროპორტში დიუთი ფრი დაარბია და ინციდენტი თვითმხილველებმა გადაიღეს. ამის შესახებ  ბრიტანული გამოცემა The Sun წერს.

შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა 35 წლის მოგზაურმა გაიგო, რომ კვიპროსში მიმავალ რეისზე დააგვიანდა. ამის შემდეგ ის ძალიან აგრესიული გახდა.

ვიდეოში ჩანს, როგორ იღებს მამაკაცი მაღაზიიდან ალკოჰოლის ბოთლებს და სხვა მგზავრებს ესვრის. შემთხვევა სწორედ დიუთი ფრის მაღაზიაში მოხდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მამაკაცმა ასეთი ქცევა შეგნებულად გამოავლინა – ის ცდილობდა ფსიქიკურად ავადმყოფად მოეჩვენებინა თავი, რათა შემდეგ სახლში უფასოდ მოხვედრილიყო.

ბერძენი ჟურნალისტების თქმით, ტურისტს ჯიბეში არცერთი ევრო არ ჰქონდა, „წყლის საყიდელი ფულიც კი არ გააჩნდა“.

ინციდენტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებში სწრაფად გავრცელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები