LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეიტერის სინდრომი

102
რეიტერის სინდრომი

რეიტერის სინდრომი – აუტოიმუნური დაავადება, რომელიც ხასიათდება სახსრების ანთებით და შინაგანი ორგანოების დაზიანებით. მისი გამომწვევი მიზეზებია: მემკვიდრეობითი ფაქტორი;  შარდსასქესო გზების, კუჭ-ნაწლავის, ცხვირ-ხახის ინფექციები; სხვა ლოკალიზაციის ინფექციების არსებობა. დაავადება ხასიათდება შემდეგი სიმპტომებით: სახსრების დაავადებების განვითარება; შარდსასქესო სისტემის დაავადებების განვითარება; კანისა და ლორწოვანი გარსის დაზიანება; სხვა ორგანოების დაზიანება. დაავადების გართულების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს: სახსრების დისფუნქცია; მხედველობის დაქვეითება; უნაყოფობა; ერექციული დარღვევები; გულ-სისხლძარღვთა სისტემის დარღვევები.

ინკუბაციური პერიოდი შეადგენს 1-2 კვირას. დაავადება იწყება მტკივნეული შარდვით. 1-2 კვირის და ზოგჯერ რამდენიმე თვის შემდეგ იწყება ტკივილი მსხვილ სახსრებში (ძირითადად ზიანდება მუხლის სახსარი), ტკივილის მიდამოში კანი მხურვალეა და თანდათან ტკივილი მატებაც ერთვის პროცესს, სახსრის არეში აღინიშნება შეშუპება. საშუალოდ ანთებით პროცესში ჩართულია 4-5 სახსარი. ამის შემდეგ ავადმყოფის მდგომარეობა უარესდება და მატულობს ტემპერატურაც. რეიტერის სინდრომის დროს ხშირად ზიანდება თვალები, ვითარდება კონიუქტივიტი ან ირიდოციკლიტი. ხშირია ასოს კანის დაზიანება, ასევე პირის ღრუს ლორწოვანზე ჩნდება წყლულები. ხელის და ფეხის გულებზე ან მთლიანად კანზე ჩნდება წითელი ლაქები სქელი ქერქით. ხშირად თან ახლავს ფრჩხილების დაზიანება.

დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს რევმატოლოგი, რისთვისაც საჭიროა: სისხლის საერთო და ბიოქიმიური ანალიზი; კალას და შარდის საერთო ანალიზი;  სახსრების სითხის გამოკვლევა; სახსრების რენტგენი. სამკურნალოდ გამოიყენება  ანტიბიოტიკები; არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები; გლუკოკორტიკოსტეროიდები; ციტოსტატიკები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები