LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რელსებზე მავალი ავტობუსის ,,ავტოსთორი”

31
asa costal 3

ჩაკ ნორისის ფილმში იყო საოცარი ავტომობილი. ჭაობში, ნიადაგზე, ტალახში და მდინარეშიც რომ მოძრაობდა, ემახსოვრება, ძველი საომარი ფილმების მაყურებელს. “ფორსაჟში” მძღოლები ავტომობილებით არა მხოლოდ მოძრაობის, არამედ ფიზიკის კანონებს არღვევენ. რობერტ ზემეკისის ტრილოგიაში კი საერთოდ დროში გადაადგილდებიან.

წარმოგიდგენიათ, ტრანსპორტი, რომელიც გზიდან გადავა რელსებზე და იმოძრავებს თანაბარი შესაძლებლობით? ალბათ ამაზე არც გიფიქრიათ. რატომ უნდა იფიქრო ისეთ რამეზე, რაც აქამდე არ დაგჭირვებია. მაშ ასე… წარმოგიდგენთ ორმაგი რეჟიმის ავტობუსს.

ახალი, ორმაგი რეჟიმის ავტომობილი იაპონიაში 2021 წლის დასასრულს იწყებს მოქმედებას.
DMV (დი-ემ-ვი) სისტემა, რომელიც 2022 წლიდან მიიღებს მომხმარებლებს, იაპონური კომპანიის Asa Coast Railway – ს ხელმძღვანელობის ქვეშაა. შედგება სამი მანქანისგან და თითოეული მათგანი მოდიფიცირებულ დიზელზე მომუშავე ავტობუსს წარმოადგენს.

ავტობუსს, ერთბაშად 23 ადამიანის გადაყვანა შეუძლია და თან ლიანდაგიდან გზაზე გადასვლას, ან პირიქით გზიდან ლიანდაგზე დაბრუნებას ერთი სპეციალური ღილაკის დაჭერით შეძლებს. ამაზე კი ცხადია მძღოლი იზრუნებს, რომ სარკინიგზო ბორბალი ჩვეულებრივი საბურავით შეცვალოს.


ამჟამინდელი მარშრუტის ფარგლებში, რომელი ზღვისპირა ტერიტორიას მოიცავს, DMV ორჯერ იცვლის რეჟიმს. რეჟიმის შეცვლის მთლიან პროცესს მხოლოდ 15 წამი სჭირდება. უსაფრთხოების მიზეზების გამო, ტრანსპორტი არა თუ არსებულ, არამედ ახალ ლიანდაგებს გამოიყენებს.Asa Coast Railway-ის თანახმად, DMV-ის შესაძლებლობამ, გაიაროს თავისი მარშრუტის უმეტესი ნაწილი ლიანდაგზე, იგი გაცილებით ეფექტური უნდა გახადოს როგორც საწვავის, ისე გარემოს ნაკლებად დაბინძურების კუთხით. გარდა ამისა, იგი, შესაძლოა, საკმაოდ გამოსადეგი აღმოჩნდეს მიწისძვრის ან სხვა კატასტროფის დროს ხალხის ტრანსპორტირებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები