LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რეზო და ბავშვები“ 27 ივლისს კონცერტს გამართავს

56
rezo-da-bavshvebi-2022-05-27_16-58-36_022488

„რეზო და ბავშვები“ მორიგი კონცერტისთვის ემზადება. ჯგუფი მსმენელის წინაშე  ბათუმში, „Sector26“-ში 27 ივლისს წარდგება.  კონცერტის დასაწყისი 23:00 საათია.

ღონისძიების ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ვებგვერდზე tkt.ge.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფმა ამ სეზონზე არაერთი კონცერტი გამართა და მსმენელს ახალი სიმღერები, „დაბადების დღე“ და ნათია დუმბაძესთან ერთად ჩაწერილი დუეტი „ლამპიონებთან“ შესთავაზა.

„გვინდოდა, სიმღერა დაბადების დღეზე ყოფილიყო, რადგან აღმოვაჩინეთ, რომ დაბადების დღის მილოცვა თუ გინდოდა, ან „მახალისებს ეს მზიანი დარი“ ან „Happy Birthday“ უნდა ჩაგერთო“ – რეზო ბლიაძე

ნათია დუმბაძისა და „რეზო და ბავშვების“ ახალი კლიპის ტელეპრემიერა გაიმართება: „ასე შედგა ჩვენი თანამშრომლობა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები