თუ თქვენი თამუნა ზოგჯერ მაიკოა, ან პირიქით, ესეიგი ამ ვიდეო რგოლში საკუთარ თავს აუცილებლად ამოიცნობთ. თამუნების და მაიკოების მონაცვლეობა ხომ ქართული რეალობისთვის არც თუ ისე უცხო ხილია. ეს ჯგუფი კი სწორედ იმაზე მღერის, რაზეც ჩვენი სოციუმი ლაპარაკობს. “რეზო და ბავშვები” ახალი მუსიკალური რგოლის პრემიერისთვის ემზადებიან. “თამუნა, შენა ხარ ჩემი მაიკო” – ასე ჰქვია ვიდეოს, რომელიც მუსიკოსების წინა ნამუშევრის “მეგობაროს” ერთგვარი გაგრძელებაა. ბენდმა ვიდეო სერიალის გადაღება გადაწყვიტა.