LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„Rick and morty-ს“ ფანმა ავტომობილი VW Golf სიჩუან სოუსში გაცვალა

38

„Rick and morty-ს“ ფანმა ავტომობილი VW Golf სიჩუან სოუსში გაცვალა. აღნიშნული სოუსი პოპულარული სწორედ ანიმაციურ სერიალში გამოჩენის შემდეგ გახდა და ის Mcdonald’s-ში მხოლოდ ერთი დღით იყიდებოდა.

business Insider”-ის ინფორმაციით, მათ ვინც სოუსის შეძენა მოასწრეს ამას ალბათ არასდროს ინანებენ. მათ შორის ერთ-ერთია 23 წლის რეიჩელ მერიც, რომელმაც სოუსის სანაცვლოდ 2000 წლის Volkswagen Golf მიიღო. ავტომობილის ძველმა მფლობელმა კი განაცხადა, რომ მას სხვა მანქანაც ყავს და სიჩუან სოუსის მისაღებად მზად იყო ყველაფერი გაეკეთებინა.

საინტერესოა, რომ ცოტა ხნის წინ eBay-ზე განთავსებულ სიჩუან სოუსში ანიმაციის ერთ-ერთმა ფანმა 14 ათასი დოლარი გადაიხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები