LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიგელი ავტომფლობელები უამინდობის დროს საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ ივლიან

121
საზოგადოებრივი ტრამსპორტი

რიგაში ავტომოყვარულები ამიერიდან შეძლებენ, რომ ავტობუსითა თუ სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ იარონ მაშინ, როცა ცუდი ამინდი იქნება. ინიციატივას სახელად „თოვლის ბილეთი“ ეწოდა.

„ბილეთის“ აღება სპეციალურად არ იქნება საჭირო. უფასო მგზავრობის უფლებისთვის მძღოლმა უნდა წარადგინოს ავტომობილში არსებული დოკუმენტებისგან ერთ-ერთი: მაგალითად ტექნიკური პასპორტი. ეს იმის გარანტია იქნება, რომ მეპატრონემ ნამდვილად დატოვა თავისი ავტომობილი პარკინგზე და ამჟამად მის საჭესთან არავინ იმყოფება.

„თოვლის ბილეთის“ შემოღების გადაწყვეტილება ქალაქის ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც აპრილის შუა რიცხვებში ძლიერი თოვლი მოვიდა. ბევრმა ავტომფლობელმა ზაფხულის საბურავების დაყენებაც კი მოასწრო, რაც გზებზე ავარიების რისკებს ერთი ორად ზრდიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები