LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიო 2016-ის ყველაზე მოდური სპორტული ფორმა

102

ოლიმპიური თამაშები – პირველ რიგში სპორტული ღონისძიებაა, თუმცა გახსნისა და დახურვის ცერემონია ყოველთვის მოდურ პოდიუმს ემსგავსება, სადაც მაყურებელი საკმაოდ კრიტიკულად აფასებს სპორტსმენების ჩაცმულობას. გთავაზობთ წლევანდელი ოლიმპიური თამაშების საუკეთესო სპორტულ უნიფორმებს.

 

კანადა

რამდენი მედალიც არ უნდა მიიღონ კანადელებმა, ყველზე მოდური ნაკრების ტიტული მათ უკვე მოიპოვეს. ფორმის ესკიზები Dsquared²-ის დიზაინერებმა, ტყუპმა ძმებმა დენ და დინ კეიტენებმა შეიმუშავეს და სპორტსმენები სთრითსთაილის ვარსკვლავებს დაამსგავსეს – თეთრი კედები, განიერი შარვლები და სვიტშორტები წლევანდელ სეზონზეც მოდურია.

4b106bd94c6b0b5fa8a7431bb3da90a7

კუბა

კუბის ოლიმპიური ნაკრები მოდური ტანსაცმლის სწორად ტარების საუკეთესო მაგალითია. ცნობილმა დიზაინერმა კრისტიან ლაბუტინმა  სპორტსმენებს ალისფერი და ბეჟი მკაცრი პიჯაკები ჩააცვა, რომლებიც სამხედრო კიტელებს დაამსგავსა და იდეალურად შეუხამა შავ მუხლებამდე შარვლებს.

45222120af53dfd967edab4f2a77cfe8

სამხრეთ კორეა

სამხრეთ კორეის ფორმა ერთდროულად ესთეტურიცაა და პრაქტიკულიც, რადგან ის იმ ქსოვილითაა შეკერილი, რომელიც სპორტსმენებს ზიკას ვირუსის გადამტანი მოსკიტების კბენისგან იცავს. ფორმა რაღაცით ტრადიციულ კორეულ ტანსაცმელს ჰგავს – კომპანია Beanpole-ის დიზაინერების განცხადებით, მართკუთხა ემბლემა პიჯაკებზე ჰანბოკის კოსტიუმის ერთგვარი ალუზია და ”კორეის ნაციონალური სიამაყე”.  

8f3a502d1fa440fefc4f591c711aef37

დიდი ბრიტანეთი

ბრიტანელების ფორმა – მოკლესახელოებიანი მაისურები, შორტები და ლეგენსები, აბსოლუტურად განსხვავდება ელეგანტური კორეული კოსტიუმებისგან. ფორმის დიზაინზე პასუხისმგებელი სტელა მაკარტნი, უკვე გააკრიტიკეს ”ზედმეტად გულახდილი” მოდელებისთვის, თუმცა, ბრიტანეთის დროშით შთაგონებულ ფორმას მოსაწყენს ნამდვილად ვერ უწოდებ.   

055a6dd450e2167ef90de89a0090772d

შვედეთი

შვედებისთვის ფორმის შექმნაზე ბრენდმა H&M-მა იზრუნა. ეროვნული დროშის ფერებში და სხვადასხვა ფერის ზოლებით გაწყობილი მოდელები ოლიმმპიურ ნაკრებთან ერთად, პარაოლიმპიელებმაც იდეალურად მოირგეს.  

923e6bc56b1b58f3c3e018b394c54b34

საფრანგეთი

ფრანგი სპორტსმენების ფორმაზე პასუხს Lacoste-ს ბრენდი აგებდა. ამიტომ, არცაა გასაკვირი, რომ პოლოს ცნობილ მაისურებს დიზაინერებმა ვერც ამ შემთხვევაში დააღწიეს თავი. ოლივეირა ბატისტამ ნაციონალური დროშის ფერებში გადაწყვეტილი სპორტიული კოსტიუმების საკმაოდ მარტივი კომბინაცია შეიმუშავა და სპორტსმენებს ტრადიციული ფრანგული ელეგანტურობა შეუნარჩუუნა.

ed318b9b8e374cae51e15d0d46321ae2

აშშ

ამერიკელების სპორტული ფორმა რალფ ლორენის ძველი კოლექციის მოდელებს ჰგავს. მართალია, ზოლებიან მაისურებში, პიჯაკებსა და თეთრ შარვლებში, სპორტსმენები საკმაოდ კომფორტულად გრძნობენ თავს, მაგრამ ამერიკელების წლევანდელი სპორტული კოლექცია, ბევრად ჩამოუვარდება გასული წლების ყველასგან განსხვავებულ ფორმებს.

49093e7b84ae42026c33e2d304dd637a

იტალია

ჯორჯო არმანიმ, რომელიც იტალიელების ფორმის შექმნაზე ზრუნავდა, აქცენტი შავ ფერზე გააკეთა და თეთრი დეტალებით გაახალისა. დიზაინერის აზრით, სწორედ ასე უნდა გამოიყურებოდეს ნამდვილი იტალიური სპორტული სტილი.

b7eda2e758a33443ca5e4efbbaaaaa37

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები