LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიო-დე-ჟანეიროში შესაძლოა ტურისტული გადასახადი დაწესდეს

33

რიო-დე-ჟანეიროში შესაძლოა ტურისტული გადასახადი დაწესდეს. იდეის ავტორი ქალაქის მერი მარსელუ კრიველა გახდა. მისი აზრით, კარგი იქნება თუკი დამატებითი გადასახადი სამგზავრო ბილეთების ფასს დაემატება, რადგან ამ შემთხვევაში ის ნაკლებად შესამჩნევი და შესაბამისად, ნაკლებად მტკივნეულიც იქნება. შემოსული თანხა კი დაზარალებული ტურისტების ფონდში ჩაირიცხება.

რაც შეეხება ამ ფონდს, ის იმ ადამიანების დასახმარებლად გაკეთდა, ვისაც რიოში მოგზაურობის დროს თავს დაესხნენ. მერი იმედოვნებს, რომ სიახლე უფრო მეტ ტურისტს მოიზიდავს, რადგან დანაშაულის მაღალი დონის გამო, ისინი ქალაქისთვის გვერდის ავლას ამჯობინებენ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები