რეალობის და მოთხოვნების გათვალისწინებით, Levi’s -ი აგრძელებს თავისი ძირითადი მოდელების განახლებას და საკულტო 501-მოდელის შემდეგ, პოპულარობით მეორე – როკერების საყვარელი მოდელიც განაახლა, რომელმაც ახალი ინდექსის ნომერი 505C მიიღო. მართალია, Ramones-ის, Rolling Stones-ის და დები ჰარის რჩეულმა ჯინსებმა ელვა-შესაკრავი და მაღალი წელი შეინარჩუნა, მაგრამ ის საგრძნობლად დავიწროვდა ბოლოში. განახლებული Levi’s 505C-ის ყიდვა უკვე შეიძლება ბრენდის ოფიციალურ ინტერნეტ-მაღაზიაში.