LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რობინზონი და ცხრა პარასკევა“ კინოეკრანებზე გამოდის

89

21 იანვარს, 19 საათზე, კინო „ამირანში“ გაიმართება ახალი ქართული ფილმის, „რობინზონი და ცხრა პარასკევა“ პრემიერა. ფილმი კულტურის სამინისტროსა და ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატის თანადგომით გადაიღეს. რეჟისორი გიორგი კიკალეიშვილი გახლავთ.

ფილმში ბევრი ცნობილი სახე მონაწილეობს. მთავარი, ანუ ქართველი რობინზონის, რობის როლი ერგო პაატა გულიაშვილს. ფილმში ასევე მონაწილეობენ: ნათია წიწილაშვილი, ნანუკა გოგიჩაიშვილი, სალომე კოკუაშვილი, ლიკა ქორქია, მარიამ სანოგო და სხვები.

ფილმის შინაარსი შემდეგნაირია: რობი საკურიერო კომპანიის თანამშრომელია, შინ გაუსაძლისი მდგომარეობა აქვს, ჰყავს ცოლი, არცთუ კარგი ხასიათით… ერთ დღეს მივლინებით ბაქოში გაემგზავრება, სასტუმროს ნომერში ჩაძინებულს მოხუცი გამოეცხადება, რომელიც გასაღებს მისცემს და ეტყვის, რომ რომელ კარსაც ამ გასაღებით გააღებს, იქ მოძებნის საკუთარ ბედნიერებას. გაღვიძებული რობი აღმოაჩენს, რომ გასაღები გულზე ჰკიდია. სწორედ აქედან იწყება მისი თავგადასავალი. რასაკვირველია, რობი უკაცრიელ კუნძულზე აღმოჩნდება და არა ერთი, არამედ ცხრა პარასკევას გარემოცვაში, მაგრამ ეს უკვე კინოში უნდა ნახოთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები