LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდესაც ავტომობილის მართვისას ზურგის ტკივილი გაწუხებთ – რჩევები მძღოლებს

23

ზურგის ტკივილი ადამიანებისთვის მტანჯველ მოვლენად გადაიქცა. ასეთი ტკივილი ძირითადად მჯდომარე სამუშაო გრაფიკის შედეგია. ზურგის არეში მწვავე ტკივილით ექიმებთან ყველაზე ხშირად მძღოლები ხვდებიან.

სიურპრიზი არავისთვის იქნება ის ფაქტი, რომ მსოფლიოს მასშტაბით მძღოლის პროფესია 10 ყველაზე რთულ პროფესიათა შორის შედის. მის სირთულეს კი ყველაზე მეტად სწორედ ტრამვების დიდი ალბათობა იწვევს.

რა იწვევს ზურგის ტკივილს? სავარძელზე არასწორი ჯდომა, დიდი ხნის განმავლობაში ერთ პოზაში ჯდომა და ავტომობილის ვიბრაცია. როგორ მოვიქცეთ, რომ თავიდან ავიცილოთ მწვავე ტკივილი ზურგის არეში? მაშ ასე…

 

 

  1. დააწყვეთ ფეხები იატაკზე და დაიწყეთ სავარძლის სიმაღლის რეგულირება იქამდე, სანამ მუხლები 90-გრადუსიან კუთხეს არ შექმნის. გაითვალისწინეთ, რომ მუხლები ბარძაყებზე მაღლა არ უნდა იყოს მოთავსებული.

 

  1. შეიძინეთ სპეციალური საზურგეები, რომელიც თქვენს კომფორტულ გადაადგილებაზე იქნება ორიენტირებული. კარგი საზურგე, ამცირებს ტრამვების ალბათობას და ავტომობილის ვიბრაციით მიყენებულ ზიანს.

 

  1. აუცილებელია, რომ სავარძელი სწორად დავარეგულიროთ. ზურგი აუცილებლად მიყრდნობილი უნდა იყოს სავარძელზე. ამისთვის აუცილებელია დავიცვათ კომფორტული მანძილი სატერფულებსა და ჩვენს სავარძელს შორის. შემდგომი ნაბიჯი კი საზურგის მორგებაა. საყურადღებოა ის, რომ აუცილებელია ჩვენი ზურგი ეკვროდეს საზურგეს, ამასთან ერთად დააკვირდით, რომ სხეულმა 120 გრადუსიანი კუთხე შეკრას…

 

  1. რაც შეეხებათ მაღალ მძღოლებს, კარგი იქნება, საფუძვლიანად დახარონ სავარძელი, ისე რომ წინა ნაწილი მუხლების საჭირო სიმაღლეს გაუტოლდეს. ამასთანავე გასათვალისწინებელია, რომ გადაბმულობის ხმარებისას, მარცხენა ფეხი მუდმივ კომფორტში უნდა იმყოფებოდეს.

 

  1. ზურგს განსაკუთრებით ეხმარება პნევმატური სავარძლები, რომელიც ავტომობილის ვიბრაციას ანეიტრალებს. სამწუხაროდ, ასეთი სავარძლებით აღჭურვილია მხოლოდ თანამედროვე სატვირთო ავტომობილები, მაგრამ ამ შემთხვევაში პნევმატური სავარძლების როლს დაკიდების სისტემა ასრულებს.

 

  1. საყურადღებოა საჭის მდებარეობა. გაითვალისწინეთ, რომ საჭეზე ხელები განლაგებული უნდა იყოს 10 და 2 საათის ნიშნულების პროპორციულად. რაც მთავარია, მაჯები და იდაყვი უდნავ ”ჩატეხილი” უნდა იყოს…

 

  1. სარკეები უნდა დავარეგულიროთ ისე, რომ უკანა ფონის კარგი გამოსახულების მისაღებად არ მოგვიწიოს წელის დამატებითი მოძრაობების გაკეთება. სარკეებში ყურება, თავის ოდნავი მოძრაობით უნდა მოვახერხოთ.

 

 

თუ ყველაფერი სწორედ ისე გააკეთეთ, როგორც ჩვენს სტატიაშია მოცემული, მაგრამ წელის ტკვილი კვლავაც გაწუხებთ, სპეციალისტების აზრით, გამართლებული ნაბიჯი იქნება თუ შეიძენთ სპეციალურ სამოსს, რომელიც სპეციალურად მსგავსი შემთხვევებისთვის შეიქმნა და იცავს მას ტრამვებისა და მძიმე დაზიანებებისგან…

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები