LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის და სად გაიხსნა პირველი ავტოსახელოსნო და ავტომართვის პირველი კურსები: საავტომობილო ფაქტები

120
576

პირველი საავტომობილო შეჯიბრი საფრანგეთში მოეწყო. პარიზიდან რუანისკენ 21 მრბოლელი გაემართა. მათგან ფინიშამდე 15 მივიდა. ავტომობილების უმრავლესობა აღჭურვილი იყო დაიმლერისა და ბენცის ძრავებით.

ამერიკული კომპანიის “დუ პონტ ქომის” გამოკვლევით, ამერიკაში ყველაზე მეტი თეთრი ფერის ავტომობილია – 20 პროცენტი, შემდეგ მოდის მწვანე და წითელი. სულ კი ამერიკის ქუჩებსა და ტრასებზე 150 შეფერილობის ავტომობილი დაქრის.

1910 წელს აშშ-ში გაიმართა რბოლა თვითმფრინავსა და მატარებელს შორის ოლბანი-ნიუ იორკის მარშრუტით. გაიმარჯვა თვითმფრინავმა.

1997 წელს ნიუ-იორკის ავტორბოლაში მონაწილეობა მიიღო 603 მანქანამ. ეს მსოფლიოში ყველაზე მასობრივი ავტორბოლაა.

მსოფლიოში პირველი ავტოსახელოსნო ბოსტონში გაიხსნა 1899 წელს.

ავტომართვის პირველი კურსები 1929 წელს დიდი ბრიტანეთის ქალაქ ბრისტოლში გაიხსნა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები