LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის დადგება სამყაროს აღსასრული – ზუსტი თარიღი ცნობილია

109
Capture

სამხრეთ აფრიკელმა მქადაგებელმა ჯოშუა მლაკელამ სამყაროს აღსასრულის ახალი თარიღი იწინასწარმეტყველა. ამის შესახებ The South African იუწყება.

საწყის ეტაპზე მლაკელა ამტკიცებდა, რომ სამყაროს დასასრული სექტემბერში დადგებოდა. მისი სიტყვებით, მას იესო გამოეცხადა და უთხრა, რომ მეორედ მოსვლა 23 და 24 სექტემბერს, იუდეველთა დღესასწაულზე როშ ჰა-შანაზე უნდა მომხდარიყო.

დაგეგმილი აპოკალიფსი არ შედგა, თუმცა მლაკელა თავის სიტყვებს არ უარყოფს. მისი თქმით, წინასწარმეტყველება ზუსტი იყო, მაგრამ თარიღის ინტერპრეტაციაში გაიპარა შეცდომა. მისი აზრით, უნდა გასათვალისწინებელი იყო ის ფაქტი, რომ იესოს თარიღი შესაძლოა ძველი სტილით – იულიანური კალენდრით დაესახელებინა.

რადგან იულიანური კალენდარი 13 დღით ჩამორჩება გრიგორიანულს, 23-24 სექტემბერი ძველი სტილით ოქტომბრის დასაწყისს ემთხვევა. „ნამდვილი ბუკის დღესასწაული 7 და 8 ოქტომბერს იქნება, – განაცხადა მლაკელამ. – მე ამაში მილიარდი პროცენტით ვარ დარწმუნებული“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები