LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის დასრულდება ბარსელონას „საგრადა ფამილიას“ მშენებლობა?

118
როდის დასრულდება ბარსელონას „საგრადა ფამილიას“ მშენებლობა?

„საგრადა ფამილიას“ ტაძრის მშენებლობა ბარსელონაში 2026 წლისთვის უნდა დასრულდეს – ანუ პირველი აგურის დადებიდან 144 წლის შემდეგ. ამის შესახებ გამოცემა Dezeen წერს.

ორგანიზაციამ, რომელიც მშენებლობითაა დაკავებული, დააზუსტა რომ 2026 წლისთვის თავად შენობას დაასრულებენ, დეკორის გარეშე. ეს თარიღი საგრადას არქიტექტორის ანტონიო გაუდის 100 წლის იუბილეს ემთხვევა.

დეკორზე მუშაობას ცოტა მეტი დრო დასჭირდება. კიბეებზე სკულპტურების დამონტაჟება სავარაუდოდ, 2034 წლამდე გაგრძელდება.

ტაძარი 1882 წლიდან შენდება და მოდერნის სტილში შექმნილ 18 კოშკს აერთიანებს, მათ შორის ყველაზე მაღალი 172 მეტრის სიმაღლისაა. ეს კი „საგრადა ფამილიას“ ბარსელონის ყველაზე მაღალ შენობად აქცევს.

კულტურული ძეგლის მშენებლობა წარსულში არაერთხელ შეჩერებულა. ბოლოს პაუზის მიზეზი კორონავირუსის პანდემია იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები