თბილისში, კოსტავა-შარტავას მონაკვეთზე, გზის რეაბილიტაციის დასრულების ვადა უცნობია.
როგორც „ფორტუნას“ თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში განუცხადეს, კომპანიებმა, სამუშაოების დასრულებისთვის ვადების გადაწევა მოითხოვეს, თუმცა ამაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
„იყო რიგი პრობლემები, რის გამოც მოითხოვეს ვადების გადაწევა, თუმცა ჯერ არ არის გადაწყვეტილი, როდემდე გადაეწევათ ან საერთოდ გადაუწევენ თუ არა ვადას,“ – განაცხადეს კეთილმოწყობის სამსახურში „ფორტუნასთან“.
აქვე აღნიშნავენ, რომ ზაფხულში ქუჩებზე დაწყებული რეაბილიტაციის ფარგლებში, მთავარი სამუშაოები დასრულებულია.
“სავალ ნაწილზე სამუშაოები დასრულებულია, დარჩენილია კომუნიკაციების მიწის ქვეშ ჩატანის ნაწილი. ყველა რეაბილიტირებულ ქუჩაზე თანამედროვე, ახალი გარე განათების ქსელი გაკეთდა და სწორედ ამ ქსელის მოწყობის ფარგლებში, ყველა კომუნიკაცია ჩავა მიწის ქვევით. რეალურად, სამუშაოები პატარ-პატარა მონაკვეთებზე მიმდინარეობს,” – განაცხადეს კეთილმოწყობის სამსახურში.
კოსტავას ქუჩაზე სამუშაოებს კომპანია “ენ სი სი” აწარმოებს, ხოლო შარტავას ქუჩაზე “ბლექ სი გრუპი”.
22.10.18 კოსტავას ქუჩა