LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის დასრულდება თბილისის აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია

35

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სამიმოსვლო ბილიკების რეაბილიტაციისთვის სამუშაოები 30 ივნისს დასრულდება.

აეროპორტში მიმდინარე სამუშაოები დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა დაათვალიერა და ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაციის პროცესი პირად კონტროლზე აიყვანა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ექნება განახლებული და მოდერნიზებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და სამიმოსვლო ბილიკები, რომელიც ასევე აღიჭურვება საერთაშორისო სატანდარტებთან შესაბამისი შუქ-ტექნიკური საშუალებებით. ასაფრენი ზოლისა და შესაბამისი სააეროდრომო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს მეტი ავიაკომპანიის მოზიდვასა და ტურისტული მგზავრთნაკადის გაზრდას.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ის ყოველ კვირა ჩაიბარებს ანგარიშს კონტრაქტორი და ქვეკონტრაქტორი კომპანიებისგან სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ. მისი თქმით, აღნიშნულ პროცესს ზედამხედველობას უწევს საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) ტექნიკური კონსულტანტი, რაც, ვიცე-პრემიერის განცხადებით, არის რეალური გარანტია იმისა, რომ სამუშაოები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შესრულდება მაღალი ხარისხით და IATA-ს სტანდარტებით.  დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, კომპანიები „ტავი“ და „ბლექსი ჯგუფი“ იღებენ ვალდებულებას, რომ დაგეგმილი სამუშაოები დროულად და სათანადო ხარისხით შესრულდება. იხილეთ ვრცლად…

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები