LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ამოვიცნოთ ავტომობილის ჭეშმარიტი გარბენი – რჩევები ექსპერტებისგან

40

საავტომობილო ექსპერტებმა ავტომობილების შეძენის მსურველების დახმარება გადაწყვიტეს. იმისათვის, რომ არაკეთილსინდისიერი გამყიდველების მიერ განზრახ “ჩამოყრილ” გარბენიანი ავტომობილი არ შეგვრჩეს, სპეციალისტები ჭეშმარიტი გარბენის გამოცნობას გვასწავლიან.

ექსპერტები ამბობენ, რომ ყველაზე კარგად “ნახმარი” ავტომობილიც კი შეიძლება ისე გასაღდეს, თითქოს მას ძალიან უფრთხილდებოდნენ. სპეციალისტების რეკომენდაციით, კარგად უნდა დააკვირდეთ სატერფულებზე რეზინის საფენებს. თუკი სატერფულზე უკვე ლითონი ჩანს – ყველაფერი ნათელია. გაცვეთილი რეზინი ციფრებისა და ოდომეტრზე რეალური გარბენის შეუსაბამობაზე არ მიუთითებს, თუმცა, ჩაფიქრების საფუძველს ნამდვილად იძლევა.

ასევე, ექსპრტები გვირჩევენ, რომ კარგად დავათვალიეროთ ხალიჩა, იდაყვების ჩამოსადები და ჭერი. თუკი 50 000 გარბენზე ეს ყველაფერი გაფუჭებული არ უნდა იყოს, 200 000-ზე ეს სავსებით შესაძლებელია.

 

სპეციალისტების რეკომენდაციით, საჭეს, მის საერთო მდგომარეობასა და ღილაკების მდგომარეობასაც უნდა დავაკვირდეთ, რადგან მათი მოსაზრებით, საჭეზე თავისუფლად შეგვიძლია ავტომობილის ბიოგრაფია ამოვიკითხოთ.

სავარძლების შალითები ავტომობილის რეალური ასაკის დადგენის კიდევ ერთი ინდიკატორია, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სავარძლებს ტყავი არ აქვს გადაკრული. თუკი ადამიანი გაყიდვის წინ ძალიან ეცადა სალონის მდგომარეობის გაუმჯობესებას, ჭეშმარიტება ერთია – სალონის სხვადასხვა დეტალის ცვეთის ხარისხი ერთნაირი უნდა იყოს. თუ ასე არ არის, მაშინ თავისუფლად შეგიძლიათ იკითხოთ, რატომ აქვს სავარძლებს ახალი შემოსაკრავები? როგორც წესი, სავარძლების შალითები 100 000 – 120 000 კილომეტრზე იცვითება.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები