გაინტერესებთ თუ როგორ დადის 49 წლის Porsche სარბოლო ტრასაზე? – ლე მანის ჩემპიონმა პატრიკ ლონგმა ეს პროცესი დეტალურად გადაიღო. Youtube-ზე გამოჩნდა ვიდეო, რომელიც კალიფორნიაში, mazda raceway laguna seca-ს ტრასაზე, თავად მრბოლელის მიერაა გადაღებული. ლონგი რარიტეტულ კუპე Porsche 911 T/R -ს მართავს. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ავტომობილი 1968 წელს მოდიფიცირებული მოდელის 911T-ს ბაზაზეა აწყობილი და ის 160 ძალის მქონე ძრავითაა აღჭურვილი. აუქციონზე მსგავსი ავტომობილის ყიდვა მილიონ დოლარადაა შესაძლებელი. რაც შეეხება პატრიკ ლონგს – ის ჩემპიონი მრავალჯერ გამხდარა და წელს Pirelli world challenge-ის ჩემპიონატისთვის ემზადება, სადაც მონაწილეობას wright motorsports-ის გუნდის სახელით მიიღებს.