LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ჟღერს ყველაზე მძლავრი ჰიპერქარის ძრავის ხმა

47

მოუსმინეთ როგორ ჟღერს Aston Martin Valkyrie. Aston Martin-ის მთავარმა დირექტორმა ენდი პალმერმა გამოაქვეყნა ჩანაწერი, სადაც ყველაზე მძლავრი ჰიპერქარის ძრავის ხმაა ასახული.

Cosworth-ის მიერ აწყობილმა „ატმოსფერულმა“ 6.5 V12-მა შეძლო და რეკორდული სიძლიერე დააფიქსირა. ძრავს 1146 ცხენის ძალის გამომუშავება შეუძლია, თუმცა მწარმოებელი არ აკონკრეტებს ეს ჰიბრიდული აგრეგატის საერთო ძალაა, თუ მხოლოდ ცალკეულად ელექტრონიკის. სპორტქარის მასის შესამცირებლად Valkyrie მთლიანად განაახლეს, მას ფარები და Aston Martin-ის ნიშანიც კი ისეთი დაუმონტაჟეს, რომ წონა კიდევ რამდენიმე კგ-ით მაინც შემცირებულიყო

. ჰიპერქარის ტირაჟი მხოლოდ 150 ეგზემპლარი იქნება და მას სარბოლო ვერსია AMR Pro-ც ეყოლება. ასეთი ავტომობილები გაუმჯობესებულ აეროდინამიკას და სხვადასხვა დეტალებს მიიღებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები