ბრიტანელი ტურისტებისთვის შექმნეს სპეციალური ვიდეოინსტრუქცია, რომელიც მათ ტერაქტის დროს გადარჩენას ასწავლის. ვიდეორგოლი კონტრტერორისტულმა პოლიციამ გაავრცელა და ის იმ ადამიანებისთვისაა განკუთვნილი, ვისაც მოგზაურობა უყვარს და დიდი ბრიტანეთის საზღვრებსაც ხშირად ტოვებს ხოლმე. ექსტრემისტთა თავდასხმის შემთხვევაში კი პირველი ნაბიჯი ყველაფრის მიტოვება და შორს გაქცევაა. ხოლო, თუკი ტერიტორიის დატოვება შეუძლებელია, მაშინ შენობაში, დახურულ კარს მიღმა ხელოვნური ბარიკადები უნდა მოეწყოს, რათა ტერორისტს შიგნით შესვლა გაუჭირდეს.
როგორც რგოლის აღწერილობაშია ნათქვამი, ზოგადად სასურველია, თუკი კარებსა და ფანჯრებს მოშორდებით და ტელეფონს ხმას გამოურთავთ. პოლიციაში დარეკვაც არ ღირს, რადგან ამ ნაბიჯით თავს საფრთხეში ჩაიგდებთ.
https://www.youtube.com/watch?v=f_VrwYJawxc&feature=youtu.be