LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გამოიყურება Volkswagen-ის ყველაზე პატარა კროსოვერი

44

როგორ გამოიყურება Volkswagen-ის ყველაზე პატარა კროსოვერი – ქსელში პირველი გამოსახულება გავრცელდა.

გერმანულმა ავტომწარმოებელმა სუპერკომპაქტური მოდელის T-Cross-ის ესკიზი გამოაქვეყნა. მოდელი, რომელიც ბრენდის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო იქნება – ბაზარზე შემოდგომისთვის გამოჩნდება.

მოდელის ბაზა MQB-ის პლატფორმა გახდა და ის Polo-სა და Seat Arona-ს ანალოგიურად აიწყო. წინასწარი ინფორმაციით, Volkswagen T-Cross-ის  სიგრძე 4107 მმ. საბურავების ბაზა კი – 2650 მმ. იქნება.

რაც შეეხება სიახლის სტილისტიკას, ის მარკის ბოლო მოდელების, მათ შორის Arteon-სა და Touareg-ის ანალოგიური უნდა იყოს.

და ბოლოს, როგორც მოსალოდნელია T-Cross-ის მთავარი კონკურენტები – Nissan Juke, Citroen C4 Aircross და Peugeot 2008 იქნებიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები