LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გამოიყურებოდა ბეთჰოვენი სინამდვილეში?

105
როგორ გამოიყურებოდა ბეთჰოვენი სინამდვილეში

მეცნიერებმა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის ვიზუალი პირველად გააცოცხლეს. სიახლის შესახებ Daily Mail წერს.

3D მოდელირების სპეციალისტმა სისერო მორაესმა რეკონსტრუქციისთვის ბეთჰოვენის თავის ქალის ფოტოები გამოიყენა. თავის ქალა 3D მოდელში ტომოგრაფიის დახმარებით გადაიყვანეს.

შემდეგ მოდელს დაუმატეს თმა, ტანსაცმელი და სახის გამომეტყველებაც შექმნეს. ამ უკანასკნელისთვის იოზეფ კარლ შტილერის მიერ შექმნილი პორტრეტი გამოიყენეს.

ბეთჰოვენის ვიზუალის იდეალურ მდგომარეობამდე დახვეწა თავის თავზე უკვე ხელოვნურმა ინტელექტმა აიღო.

საინტერესოა, რომ ბეთჰოვენს როგორც ძალიან ჩაკეტილ, მკაცრ და ცუდი ხასიათის მქონე ადამიანად ახასიათებდნენ, რაც სმენის დაკარგვას უკავშირდებოდა. ნეიროქსელის მიერ შექმნილ პორტრეტში კომპოზიტორის ეს თვისებები განსაკუთრებით კარგად არის ასახული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები