LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გავამყაროთ ურთიერთობები: ყველა დროის 9 საუკეთესო რჩევა

184
728x810-1-1e169cb721de760900913417e6de4363@1000x1112-0xac120002-14937696191543249839

„ურთიერთობა – მარტივი არ არის!“ – ეს ფრაზა ცხოვრებაში ერთხელ მაინც ალბათ ყველას უთქვამს. თეორიულად ურთიერთობები ძალიან ადვილია, რადგან გრძნობების მეშვეობით თითქოს ბუნებრივ რიტმში ვითარდება: შეხვდნენ, შეუყვარდათ, ერთად ყოფნა გადაწყვიტეს. თუმცა, სინამდვილეში ადამიანებს ყველაფრის გართულება გვიყვარს, თანაც ძალიან.

საქმე ისაა, რომ „ურთიერთობებს მუდმივად მუშაობა სჭირდება“, ეს კი მთლად სასიამოვნო პროცესი არ არის. სად არის ამ დროს სიყვარული? დიდ და ძლიერ გრძნობას ყველაფრის მოგვარება არ უნდა შეეძლოს?

სამწუხაროდ, ამის იმედი ზღაპრის გმირებსაც კი არ უნდა ჰქონდეთ. ურთიერთობებს მართლაც სჭირდება ძალისხმევა. თუკი სწორი მეთოდები იცით, მაშინ რომანტიკული კავშირის გაძლიერება არ უნდა გაგიჭირდეთ.

1. მსხვერპლად ნუ შესწირავ პირად ცხოვრებას
როცა ძალიან გიყვართ, ის თქვენი დროის და ფიქრების დიდ ნაწილს იკავებს. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მეგობრები, ახლობლები თუ ჩვეული საქმიანობა უნდა დაივიწყოთ. გაუფრთხილდით დამოუკიდებლობას, თქვენს პიროვნებას სიყვარულში ნუ ჩაძირავთ.

2. თქვენს გრძნობებთან გულწრფელი იყავით
უთხარით თქვენს თავს სიმართლე და მხოლოდ სიმართლე: ნამდვილად ბედნიერი ხართ? გაკმაყოფილებთ ყველაფერი? ფიზიკურ, ემოციურ თუ მორალურ დონეზე? ურთიერთობა კომპრომისების გარეშე წარმოუდგენელია, თუმცა ეს კომპრომისი მსხვერპლის გაღებას არ უნდა ნიშნავდეს.

3. ეჭვიანობით ყველაფერს ნუ გააფუჭებთ
ზოგიერთი ადამიანისთვის ურთიერთობა 24/7-ზე კომუნიკაციას და მუდმივად საქმის კურსში ყოფნას ნიშნავს. არადა სინამდვილეში, სამყარო ერთი ადამიანის გარშემო არ ბრუნავს და მუდმივი ყურადღებით სული არ უნდა შეუხუთოთ.

4. გიყვარდეთ და იზრუნეთ საკუთარ თავზე
ხშირ შემთხვევაში არასწორი ადამიანების არჩევის მიზეზი დაბალი თვითშეფასებაა. ისეთ ადამიანებს ვიზიდავთ, როგორ გრძნობებსაც საკუთარი თავის მიმართ განვიცდით. ამიტომ, მოექეცით საკუთარ „მე–ს“ ისე, როგორც გსურთ, რომ სხვები მოგექცნენ.

5. ნუ შეეცდებით სხვა ადამიანზე მორგებას
ურთიერთობა დათმობებს გულისხმობს, თუმცა ნამდვილი ურთიერთობა ეს არის ორმხრივი მოძრაობა, როცა კომპრომისები ორივე მხარემ უნდა გაიღოს. თავგანწირვასა და ეგოიზმს შორის ჯანსაღი ბალანსი უნდა დაიცვათ.

6. არ გაექცეთ პრობლემებს
კონფლიქტები არავის უყვარს. რა თქმა უნდა, არსებობენ ისეთი ადამიანებიც ვისაც კამათი სიამოვნებას ანიჭებს, თუმცა ისინი ნამდვილად უმცირესობაში არიან. როცა პარტნიორები ურთიერთობის გარკვევას არ ცდილობენ და პრობლემებს გაურბიან, ამ დროს არაფერი კარგი არ ხდება. თუკი ამას წლობით აკეთებთ, ერთ დღესაც გაიღვიძებთ და მიხვდებით, რომ მათში გარკვევა უკვე ძალიან გვიანია.

7. ერთმანეთს საკმარისი დრო უნდა დაუთმოთ
დიახ, თქვენ გაქვთ თქვენი ცხოვრება, თუმცა მეორე მხრივ აუცილებელია პირად და საერთო ცხოვრებას შორის ბალანსის დაცვა, თორემ ურთიერთობა ყველაზე პერსპექტიული ეტაპის დროს გაფუჭდება.

8. ორივემ ძალიან უნდა მოინდომოთ
არსებობს მოსაზრება, რომ ურთიერთობა 50/50-ზე ძალისხმევას მოითხოვს. რა სისულელეა, მხოლოდ 100/100–ზე! ორივე პარტნიორმა ყოველდღიურად 100%-ით უნდა მოინდომოს, რომ ურთიერთობაში სწორი დინამიკა შეინარჩუნოს.

9. არ სცადოთ მისი შეცვლა
ბევრ ადამიანს სჯერა, რომ მეორე ნახევრის შეცვლა შეუძლია. ეს კი ნამდვილად არასწორი მიდგომაა. თუკი არ მოგწონთ თუ როგორ გამოიყურება, საუბრობს ან ფიქრობს ის – სასწაულებრივი ცვლილებების იმედი არ უნდა გქონდეთ და უბრალოდ უნდა გაუშვათ. დაუტოვეთ ის მას, ვინც ორიგინალთან ყოფნითაც ძალიან ბედნიერი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები