LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გავიუმჯობესოთ ძილი

88
1ac800c6b366fddc310561924118081casdasdasd6206314d044e55.05759099-650x433-1ac800c6b366fddc310561924118081c

ამერიკელმა დიეტოლოგმა ძილის გასაუმჯობესებლად უებარი სასმელი დაასახელა. ცნობილი ექიმის ჰოლი კლამერის ინტერვიუ გამოცემა Eat This, Not That!–მა გამოაქვეყნა. კარგი ძილისთვის აუცილებელი საშუალება კი ალუბლის წვენი აღმოჩნდა.

სპეციალისტის განცხადებით, ალუბალი დიდი რაოდენობით მელატონინს შეიცავს. მელატონინი არის ჰორმონი, რომელიც ძილის ციკლს მოწესრიგებაში ეხმარება. შესაბამისად, ძილის წინ ალუბლის წვენის მირთმევა სწრაფად ჩაძინებაშიც დაგეხმარებათ და თქვენი ძილიც ბევრად უფრო მშვიდი იქნება.

კლამერის მოსაზრებას ადასტურებს კვლევა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები ალუბლის წვენს ერთი კვირის განმავლობაში მიირთმევდნენ და ძილის ხარისხი შესამჩნევად გაუუმჯობესდათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები