რა არის საჭირო იმისთვის, რომ ავტომფლობელი კომპეტენტური მძღოლი გახდეს? რა ფაქტორებია გადამწყვეტი და რა როლს თამაშობს ამ ყველაფერში გამოცდილება? სპეციალისტებმა ათასობით მძღოლი გამოჰკითხეს და მათი უმრავლესობა 15 ან მეტ წლიანი მართვის სტაჟის მქონე იყო. კითხვები შეეხებოდა თანამედროვე ავტო სკოლებს, ახალბედა მძღოლებში ყველაზე გავრცელებულ შეცდომებს და რჩევებს, რომელსაც კომპეტენტური მძღოლები ყველაზე მნიშვნელოვნად თვლიან.
გამოკითხულთა 40%-ზე მეტი თანხმდება, რომ კარგი მძღოლობისთვის არა მართვის მოწმობის ვადა, არამედ ავტომობილის მართვის რეალური სტაჟია მნიშვნელოვანი. 22% თვლის, რომ ეს ჩვევა საჭესთან 3-5 წლის გატარების შემდეგ მოდის, ზოგიერთმა კი მინიმალურ ვადად 7-10 წელიც კი დაასახელა. 13% საერთოდ რადიკალური იყო და 10 წელზე ნაკლები დრო საერთოდ სათვალავში მისაღებადაც კი არ მიიჩნია.
გამოცდილ მძღოლთა 45% მოთმინებით ეკიდება ახალბედებს გზაზე და ცდილობს ნერვებიც არ მოეშალოს. 22% ძალიან შიშობს და ცდილობს ახალი მძღოლებისგან თავი რაც შეიძლება შორს დაიჭიროს, კიდევ 11% კი მზადაა მათ მხარი დაუჭიროს და გზაც დაუთმოს.
გამოკითხვაში მონაწილეთა 36% თანამედროვე ავტო სკოლებს აკრიტიკებს და თვლის, რომ თეორია პრაქტიკაზე მეტია. სწორედ ამიტომ, 58% ახალბედა მძღოლებს კერძო ინსტრუქტორებთან დამატებითი გაკვეთილების აღებას ურჩევს.
რაც შეეხება რჩევებს : ახალბედა მძღოლებმა შიშის გამო ავტომობილის მართვისგან თავი არ უნდა შეიკავონ, რამეთუ თავდაჯერებულობა გამოცდილებასთან ერთად მოდის. საჭიროა მეტი პრაქტიკა და ემოციების კონტროლი.