LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გავუმკლავდეთ ჯიუტ ადამიანებს – 8 რჩევა ფსიქოლოგისგან

195
how-to-deal-with-stubborn-people

თუკი თქვენს ცხოვრებაში ჯიუტი ადამიანი არსებობს, ე.ი. ნამდვილად გაგიმართლათ. ჯიუტი ადამიანები ძალიან მომაბეზრებლები, სტრესულები არიან, მათ ჩვენი ჭკუიდან გადაყვანა შეუძლიათ. თქვენი ჯიუტი ადამიანი შესაძლოა იყოს თქვენი კოლეგა, რომელიც არც თუ ისე ახლოს გყავთ, ანდაც საერთოდ მამათქვენი, რომელთან ურთიერთობასაც თავს ნაკლებად დააღწევთ. როგორც კი ჯიუტთან გამკლავებას ისწავლით, მიხვდებით თუ რამდენად ძლიერი, ჭკვიანი და გონიერი ხართ.

1. შეცვალე დამოკიდებულება
შეხედე ჯიუტ ადამიანს ისე, როგორც შენი თავის უკეთესობისკენ შეცვლის გზას. ეს არის შანსი, შეცვალო დამოკიდებულება ასეთი ადამიანის მიმართ.

2. აიღე პაუზა
გაუძელი ცდუნებას აჰყვე ჯიუტს კამათში. არ იყო იმპულსური, ნამდვილად დიდი ძალაა. მიეცი შენს თავს დრო ამოისუნთქო და დაუფიქრებელ კონფლიქტში არ ჩაერთო.

3. აიძულე მოგისმინოს
დასვი ჯიუტი მაგიდასთან და საუბარს იმდენად სერიოზული სახე მიეცი რამდენადაც შესაძლებელია. აკონტროლე ხმის სიმაღლე და არ მისცე მას უფლება სერიოზული თემა გასართობად აქციოს.

4. სწორი დრო..
დაელოდე სწორ დროს, რათა შენი აზრი დააფიქსირო. თუკი მამაკაცს ესაუბრები, ჯერ გამოკვებე. ქალის შემთხვევაში კი – უმჯობესია თუკი თავიდან მის განწყობას გაიგებ.

5. არ იჩქარო
ეს ნელი პროცესია. ისწავლე მოთმინება. დახურული გონების გასახსნელად დროა საჭირო.

6. საკითხს მისი პერსპექტივიდან შეხედე
ისწავლე კომპრომისზე წასვლა. რთულია მოთმინებით მიუდგე ადამიანს, რომელიც ამოსუნთქვის საშუალებას არ გაძლევს, თუმცა შეეცადე მასაც გაუგო.

7. ჯიუტი ადამიანები ჭკვიანები არიან, საუკეთესო გადაწყვეტილებების მიღება შეუძლიათ
არ იჩქარო მისი შეცვლა. სიჯიუტე შესაძლოა ზოგჯერ კარგიც იყოს და შეეცადე ამ სიტუაციიდან სარგებელი მიიღო.

8. ღრმად ისუნთქე
ჯიუტ ადამიანთან ურთიერთობა ძალიან დამღლელია. თითქოს ყინულზე დადიხარ და ყოველი ნაბიჯი უფსკრულში ჩავარდნის საშიშროებას ქმნის. რაც არ უნდა თქვა ყოველთვის მტყუანი იქნები, ამიტომ არ აჩქარდე, მოდუნდი და შეეცადე სიტუაციას მშვიდად შეხედო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები