LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გავწყვიტოთ ურთიერთობა შეყვარებულთან

27

შეყვარებულთან დაშორება, ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამოგვიცდია, რისთვისაც ძალიან ადრე ვიწყებთ ფიქრს და ნერვიულობას, ვსახავთ გეგმებს, ვარეგულირებთ თითოეულ სიტყვას და მიმიკას, რომ როგორმე სუფთად გამოვძვრეთ. თუმცა ასეთი სიტუაციებიდან სუფთად გამოძრომა დიდი ”სტრატეგებსაც” კი არ გამოსდით ხოლმე. შესაბამისად მსგავს თემებზე რჩევებით დახმარება, ყოველთვის საჭიროა.

 

რამდენიმე რჩევა, რაც ნამდვილად დაგეხმარებათ სუფთად გამოძვრეთ სიტუაციიდან:

1.თუკი გადაწყვიტეთ რომ დაშორდეთ – დაშორდით პირდაპირ, ყოველგვარი დაფიქრებისა და მსჯელობის გარეშე. მაგრამ თუ გამოვიდა ისე, რომ ეს ყველაფერი იწელება, არ დაიწყოთ წინადადება ასე – მე ამაზე უკვე დიდი ხანია ვფიქრობ. ასეთი წინადადება მსოფლიო ჩემპიონს მძიმე წონაშიც კი გააღიზიანებდა.

2.დაივიწყეთ თავის გამართლება. მაგ: ”იცი… საქმე შენში არაა, ჩემშია” ან ”შენ ჩემთვის ძალიან კარგი ხარ”, რადგან ამგვარი სახის ნებისმიერი თეატრალური დადგმა, ვერაფრით დაგვეხმარება.

3.თუ თქვენი ურთიერთობა იმდენად გასერიოზულდა, რომ უნდა მოითმინოთ მისი ყოველდღიური გამოხტომები და სხვა გზა არ გაქვთ, არ მისცეთ იმის უფლება, რომ ღამე სხვაგან გაათიოს, თავადვე დაეხმარეთ ბარგის გადატანაში.

4.აჩუექთ ისეთი რამ, რაც ადვილად იმსხვრევა, რადგან უმჯობესია დაიმსხვრეს რაიმე ნივთი, ვიდრე თქვენი ავტომობილი.

5.გაითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ შეიძლება თქვენი მეგობარი გოგონა, იმაზე მეტად მოხარული იყოს დაშორებით, ვიდრე თქვენ… ამიტომ შეარჩიეთ სწორი მომენტი.

6.ამბობენ, რომ ჯონ კენედი უმცროსი ხელსახოცზე უწერდა წერილებს იმ ქალბატონებს, ვისაც შორდებოდა. სხვათა შორის, არაა ცუდი იდეა…

7.არასდროს არ დაშორდეთ მას ვირტუალური სამყაროს დახმარებით, ყოველთვის ჯობს პირადად დაელაპარაკოთ. არც ის იქნება კარგი თუ დაშორებიდან 1 საათში წახვალთ ”საგულაოდ” და ამ ყველაფრის ფოტო კოლაჟს ვირტუალურ სამყაროში გამოაქვეყნებთ…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები