LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გავზარდოთ სიცოცხლის ხანგრძლივობა: გზას მიაგნეს

63
Screenshot 2022-08-22 141552

ამერიკელმა მეცნიერებმა მიაგნეს გზა, როგორ გაზარდონ ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა.

მათ კვლევების მიხედვით გაარკვიეს D ვიტამინის უნიკალური თვისებები, რომელთა წყალობით ის ნებისმიერი სამედიცინო მიზეზით სივდილის რისკს ამცირებს.

კვლევები ევროპის 8 ქვეყანასა და აშშ–ში 26 ათასი ზრდასრული ადამიანის მონაწილეობით ჩატარდა, რომელთა ასაკი 50 წელი და მეტი იყო. შედეგად გაირკვა, რომ D ვიტამინის ყველაზე მაღალი დონის მქონე ადამიანებში სიკვდილის ალბათობა ნებისმიერი სამედიცინო მიზეზით 57%–ით დაბალი იყო.

მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ მართალია ჩვენს ორგანიზმს D ვიტამინის გამომუშავება მზის სინათლის ზემოქმედებით შეუძლია, ეს როგორც წესი არასაკმარისია ჩვენი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში ის არ იქნებოდა კლასიფიცირებული, როგორც ვიტამინი.

მეცნიერები ყველას ურჩევენ დღეში მინიმუმ 10 მკგ ვიტამინი D3 მიიღონ.

ამასთან, აღინიშნება რომ ოპტიმალური ჯანმრთელობისთვის კარგია D ვიტამინის უფრო დიდი დოზებით – 25-50მკგ–ს მიღება. განსაკუთრებით ეს ეხება ხანდაზმულ ადამიანებს, რადგან ვიტამინის სინთეზირების უნარი ხანდაზმულ ასაკში ქვეითდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები