LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ იქნება ახალი Mitsubishi Pajero: ახალი ფოტოები და დეტალები

107
როგორ იქნება ახალი Mitsubishi Pajero ახალი ფოტოები და დეტალები

ახალი Mitsubishi Pajero-ს პრემიერამდე სულ ცოტა დრო რჩება. მანამდე კი სამხრეთ კორეაში დააფიქსირეს შეფუთული პროტოტიპი, რაც მიანიშნებს, რომ ლეგენდარული მოდელის ახალი თაობა უკვე აქტიურად მზადდება. ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც დამოუკიდებელმა დიზაინერმა Theottle-მა გამოაქვეყნა საკუთარი ხედვა იმის შესახებ, თუ როგორი შეიძლება იყოს ახალი Pajero. ამისთვის მან გამოიყენა პაპარაცული ფოტოები და უახლესი დიზაინის ტენდენციები, რომლებიც გვხვდება Mitsubishi-ს თანამედროვე მოდელებში.

Theottle-ის ინტერპრეტაცია ეფუძნება Nissan Patrol-ს, რადგან გავრცელებული ვერსიით, ახალი Pajero სწორედ ამ პლატფორმაზე აიგება. ამასთან, დიზაინერმა გამოიყენა ელემენტები ახლახან წარმოდგენილი Mitsubishi Destinator-დან – ეს არის სამ ადგილიანი კროსოვერი, რომელიც  XForce-ის მსგავსადაა აგებული. თუმცა Destinator-ს პირდაპირი კავშირი არ აქვს Pajero-სთან.

რეალურ პაპარაცულ ფოტოებზე აღბეჭდილი Pajero გამოირჩევა მკვეთრად გამოხატული ხაზებითა და ტრადიციული „უგზოობის“ პროპორციებით. წინ არის მასიური რადიატორის ბადე და ვერტიკალურად განლაგებული ფარები, გვერდიდან დიზაინი წააგავს კონცეპტ DST-ს, ხოლო უკნიდან – Nissan Patrol-ს მოგვაგონებს.

ტექნიკური მხარე ჯერ კიდევ გაურკვეველია.

ნაწილი მიიჩნევს, რომ ახალი Pajero დაფუძნებული იქნება Patrol/Armada-ს არქიტექტურაზე. სხვები ვარაუდობენ, რომ ის  Outlander-ის პლატფორმას გამოიყენებს და ჩვეულებრივ კროსოვერად გადაიქცევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები