LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ისვენებენ დისტანციურად დასაქმებული ადამიანები?

108
Screenshot 2025-01-09 151212

მოგზაურთა პორტალი OneTwoTrip დაინტერესდა, თუ როგორ გამოიყურება ტიპური დისტანციურად დასაქმებული ადამიანის, ანუ იგივე ფრილანსერის შვებულება. მეტი დეტალის დასადგენად ექსპერტებმა კვლევაც ჩაატარეს.

დისტანციურად დასაქმებული ადამიანები ყველაზე ხშირად ექსკურსიებზე, კულტურული პროგრამით დადიან და ძალიან მოსწონთ ბუნებაში დასვენებაც. ამასთან, მათ სხვებზე უფრო ხშირად აქვთ კონკრეტული და სპეციფიკური მიზნები: მაგალითად, გასტრონომიული მოგზაურობა ან მსოფლმხედველობის გაფართოება.

მოგზაურობისას ყველაზე პოპულარული საცხოვრებელი სასტუმროა: მასზე მთელი შეკვეთების 73% მოდის.

რაც შეეხება მიმართულების არჩევას, აღმოჩნდა რომ ისინი უფრო ხშირად შიდა ტურიზმისთვის იცლიან და საზღვრებს გარეთ გასვლას ყოველთვის საკუთარ ქვეყანაში მოგზაურობა ურჩევნიათ.

და ბოლოს, ფრილანსერთა 70% დარწმუნებულია, რომ სამსახურებრივ ცხოვრებასა და სამსახურს შორის სწორი ბალანსის დაცვა და რეგულარული შვებულებების აღება აუცილებელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები