LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მიიღო ყატარმა მუნდიალი: ფრანგებმა ჩაუწყვეს, სანაცვლოდ კი 14 მილიარდად გამანადგურებლები აყიდინეს

37
e91583d0-5fa4-11ed-974f-2fcb49d993ca

ფიფას ყოფილი პრეზიდენტი ზეპ ბლატერი მოყვა თუ რა როლი ითამაშეს ნიკოლა სარკოზიმ და მიშელ პლატინიმ იმაში, რომ ყატარს მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მიეღო.

Football Leaks-ის ინფორმაციით, 2010 წელს საფრანგეთის ექს-პრეზიდენტი სარკოზი ყატარის ემირს დაპირდა 2022 წლის მუნდიალს თუ ის პსჟ-ს შეიძენდა და ამაში დახმარება უეფას თავკაცმა მიშელ პლატინიმ გაუწია. ასევე ითქვა, რომ ყატარის ტელეარხმა ფიფას 100 მლნ დოლარი მისცა მასპინძლის არჩევისას.

„2010 წელს, ფიფას კონგრესამდე ერთი კვირით ადრე პლატინიმ დამირეკა და მითხრა, რომ ჩვენი გეგმა ვერ იმუშავებდა. ის მიიპატიჟეს პრეზიდენტის სასახლეში, სადაც სულ ცოტა ხნით ადრე სარკოზი ყატარის პრინცთან სადილობდა.
სარკოზიმ უთხრა პლატინის: „მოიფიქრეთ რა შეგიძლიათ გააკეთოთ ყატარისთვის, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლებას გასცემთ“.

ზეპ, რას გააკეთებდით თქვენს პრეზიდენტს რაიმე რომ ეთხოვა? მაშინ პლატინის ვუპასუხე, ეს საკითხი თავში არც მომივიდოდა, რადგამ ჩვენ შვეიცარიაში პრეზიდენტი არ გვყავს.

ყველაფერი სწორედ ასე მოხდა: პლატინის 4 ხმის გამო მსოფლიო ჩემპიონატი ყატარს ერგო და არა აშშ-ს. ეს სიმართლეა.

რა თქმა უნდა, საუბარი ფულზე იყო. ნახევარ წელიწადში ყატარმა ფრანგებისგან 14.6 მილიარდ დოლარად ავიაგამანადგურებლები იყიდა“, – უთხრა ფიფას ყოფილმა პრეზიდენტმა Tages-Anzeiger-ს ინტერვიუში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები