LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მივაღწიოთ ფინანსურ კეთილდღეობას: 4 ნაბიჯი

69
Capture

ფინანსური კეთილდღეობა სერიოზულ მიდგომას საჭიროებს, რაც იმას ნიშნავს რომ თქვენი საბანკო ანგარიში, გული და გონება ამ პროცესში ერთნაირად უნდა იყოს ჩართული. რას ვშვრებით მაშინ როცა ცნობიერება ამაში ხელს გვიშლის? მუდმივად იმაზე ფიქრობს, თუ რა იყიდება ახალი მოლში? ან დიდი ყურადღებით აკვირდება ინსტაგრამის ყველა რეკლამას? არადა ემოციური თუ ეკონომიკური თავისუფლების მიღწევა არც თუ ისე რთულია.
თუკი გონება გიძალიანდებათ, წამალი ნამდვილად არსებობს. მას „გაცნობიერება“ ჰქვია. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს პრაქტიკა ახლა და ამ მომენტში ყოფნას გულისხმობს, როცა ემოციებს ვაკვირდებით და მათ კი არ უგულებელვყოფთ არამედ ვიღებთ.

იპოვეთ სიმშვიდე

ფინანსური მრჩეველი ბრედ კლონცი ამბობს, რომ ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც ადამიანები ფინანსურ შეცდომებს უშვებენ არის ის, რომ ისეთი დესტრუქციული ქმედება, როგორიცაა იმპულსური ხარჯი, ქიმიურ კაიფს იწვევს. და როცა ადამიანები თავს მარტოდ გრძნობენ, მოწყენილები არიან, სწორედ ამ კაიფს ეძებენ. თვითგანადგურების რისკის შესამცირებლად კლონცი ყველას მედიტაციით დაკავებას ურჩევს. მედიტაცია კრიტიკული მომენტის გადატანაში დაგეხმარებათ და მომავალში ემოციური სისუსტის გაჩენის რისკიც ბევრად უფრო დაბალი იქნება.

დაამუხრუჭეთ

შფოთს და დეპრესიას პირადი ბიუჯეტის განადგურება შეუძლია. არასწორი ფინანსური გადაწყვეტილებები ადამიანებს დანაშაულის გრძნობას უჩენს. როგორც კვლევამ აჩვენა, 50-100 წამის ხანგრძლივობის პაუზას სასწაულის მოხდენა შეუძლია, ამ დროს ტვინი კონცენტრირდება ინფორმაციაზე, რომელსაც გადაწყვეტილების მიღებისას მნიშვნელობა აქვს. გაცნობიერება სწორედ ამას გვასწავლის – გავჩერდეთ მანამ სანამ გამაღიზიანებელი სიტუაცია იმპულსური ხარჯის მიზეზი გახდება.

დაასათაურეთ ემოცია

უარყოფითი ემოციის აღწერა მის მასშტაბებს ამცირებს. ამიტომ როცა ხმამაღლა იტყვით „ გაბრაზებული ვარ!“ ან „მოწყენილი ვარ“, თქვენი გრძნობები თქვენთვის უფრო გასაგები გახდება.
ემოციების ამოცნობის კიდევ ერთი გზა მათი ჩამოწერაა. დღიურის წარმოება არის არაჩვეულებრივი პრაქტიკა, რადგან ის ორ სხვადასხვა დონეზე მუშაობს. ერთი ის რომ ემოციებს გულში არ ვიკლავთ და მეორე – გამოცდილების სისტემატიზაციით პრობლემების კვლევა და შესაბამისი ქმედების დაგეგმვა უფრო მარტივია. ამ პროცესის დამსახურებით ნეგატიური სიტუაციის შემდეგ ფინანსების კონტროლიც უადვილდებათ ხოლმე.

იყავით კეთილი საკუთარი თავის მიმართ

ცნობიერების ჩამოყალიბებას გარკვეული დრო სჭირდება, ამიტომ საკუთარი თავის მიმართ მოთმინება უნდა გამოიჩინოთ. კონცენტრაციის დაკარგვაც ნორმალურია და ამის გამო მკაცრი ნუ იქნებით. ფსიქოლოგთა აზრით, ფინანსური კეთილდღეობის მისაღწევად ცნობიერებაზე ბევრი უნდა იმუშაოთ და ამ პროცესში აჩქარება ნამდვილად არ ღირს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები