LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მოვიწყოთ კარიერა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

398

 

გაქვთ სამსახური? მაგრამ თავს მაინც არაკომფორტულად გრძნობთ? არ გაკმაყოფილებთ კარიერული წინსვლა? და თვლით რომ, არ მუშაობთ სწორ სამსახურში? ასეთი კითხვებით ხშირად მიმართავენ ასტროლოგები საკუთარ „პაციენტებს“ და როგორც ირკვევა პასუხები ბევრისთვის არასასიამოვნოა. თითოეულ ადამიანს, თავისი განსაზღვრული ადგილი აქვს ცხოვრებაში, რაც გამომდინარეობს ზოდიაქოს ნიშნებიდან. თუ თქვენც გაწუხებთ ანალოგიური პრობლემები, მაშინ ეს ზუსტად თქვენთვისაა! გთავაზობთ ასტროლოგების მიერ რეკომენდირებულ რჩევებს, თუ რომელი პროფესია შეგეფერებათ და რომელი არა.

 

ვერძი – ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები მიიჩნევიან წარმატებულ კარიერისტებად. ისინი არიან ამბიციურები, აქტიურები და პირველობის მოყვარულები. გარდა ამისა, გამოირჩევიან ლიდერის თვისებებითაც. მათ შეუძილიათ დამოკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილები და ამასთანავე იყვნენ პასუხისმგებლები მათზე. ასტროლოგების თქმით ვერძებისთვის საუკეთესო პროფესია არის ჟურნალისტიკა, ბიზნესი, აგრეთვე სამენეჯერო, პოლიტიკური და ორატორული სამუშაოები.

 

კურო –  ძალიან მიზანდასახული ადამიანია. მან ზუსტად იცის რისი მიღწევა სურს და ისწრაფვის დასახული მიზნებისთვის. მისი პირდაპირობა და შრომის სიყვარული მას შეუცვლელს ხდის ნებისმიერ საქმიანობაში. პასუხისმგებლობის გრძნობას და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს შეუძლია მის კარიერაში გარდატეხა შეიტანოს. მათთვის საუკეთესო პროფესიებია: ინჟინერი, მუსიკოსი, ექიმი. გარდა ამისა, მათ კარგად გამოსდით სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაც.

 

ტყუპები – იმის გამო, რომ ისინი ძალიან სპონტანურები და ამოუცნობები არიან, შეუძლიათ კარგი კარიერის აწყობა. თუმცა მხოლოდ ჩარჩოების ფარგლებში. საქმე ისაა, რომ რუტინული საქმე მათ ძალიან თრგუნავს, შესაბამისად ისინი დიდი ხნის განმავლობაში ერთ ადგილას ვერ ჩერდებიან. გარდა ამისა, ტყუპების მტერი სიმტკიცის პრობლემაცაა. მათ შეუძლიათ საქმის ნაცვლად, ქაღალდების გადალაგებაში დახარჯონ დრო, ან შეცვალონ სამუშაო გარემო სხვადა სხვა ნივთების გამოყენებით. მიუხედავად ნაკლოვანებებისა ისინი მაინც კარგ კარიერისეტებად ითვლებიან. მათთვის შესაფერისი პროფესიებია მწერლობა, პოლიტიკა, ბიზნესი, რეპორტიორი. ამ შემთხვევაში მათი შთაგონების უნარი, ემოციურობა და გამჭრიახი გონება მათ საუკეთესო კარიერას ჰპირდება.

 

კირჩხიბი – მიუხედავად იმისა, რომ კირჩხიბი ერთ-ერთ ყველაზე ცუდ კარიერისტად ითვლება, სამუშაოზე მისი დინჯი ნაბიჯები და მოფიქრებული იდეები, მას სტაბიულრად კარგ მომუშავე პერსონად აქცევს. ზუსტად ასეთი გადაწყვეტილებებისა და ნაბიჯების გამო იგი ნაკლებად უშვებს შეცდომებს, რითაც მუდამ უსწრებს სხვა თანამშრომლებს. ზუსტად ეს თვისებები აძლევს მას იმ ნიშას სამსახურში, რაც მას სჭირდება. დიზაინი, ფოტოგრაფია, მუსიკა და ლიტერატურა, ეს იმ სფეროების ჩამონათვალია სადაც კირჩხიბი თავს კომფორტულად გრძნობს.

 

ლომი – არავისთვის არ იქნება გასაკვირი ის რომ, ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები მოწოდებით ლიდერები არიან. მაშინაც კი, თუ ისინი არ არიან წამყვანი პირები, შეუძლიათ ირგვლივ შემოიკრიბონ ადამიანები, დამოუკიებლად მიიღონ გადაწყვეტილებები და საკუთარ თავზე აიღონ პასუხისმგებლობა. ის არასდროს დაკარგავს დროს ფანატიკურ პროექტებზე. ირჩევს ისეთ საქმეს რომელსაც თვლის რომ, წარმატებული და სტაბილური იქნება. მისგან შეიძლება გამოვიდეს კარგი პოლიტიკოსი, ექიმი, მასწავლებელი, მსახიობი, რეჟისორი, იურისი, მრჩეველი ან მწერალი.

 

ქალწული – ძალიან მშრომელია, რაც მას შეუცვლელ კადრად ხდის. გარდა იმისა რომ, შეუძლია ზედმიწევნით ზუსტად შეასრულოს დაკისრებული მოვალეობა, ფლობს ანალიტიკურ უნარსაც. თუ საჭირო ხდება, მას შეუძლია იდეალური წესრიგი დაამყაროს ნებისმიერ საქმეში, ამაში მათ ბადალი არ ჰყავთ. ის მუდამ შეუცვლელია თავის სპეციალობაში. ყველაზე მეტად მას თავის გამოვლენა შეუძლია ბუღალტერიაში, გამომცემლობაში, მომსახურეობის სფეროსა და მედიცინაში. გარდა ამისა შეუძლია იყოს მოადგილე ან თანაშემწე და კარგად ერგება საბანკო საქმეს.

 

სასწორი – იმის გამო, რომ მათ ძალიან უყვართ გამოგონება, მცირე დოზით უშვებენ შეცდომებს, მითუმეტეს სამუშაოსთან დაკავშირებით. რაც მუდამ ერთი საფეხურით აყენებს მათ, სხვა კარიერისტებთან შედარებით. რაც უფრო დიდი სამუშაო სტაჟი აქვთ მათ, მით მეტად შეუძლია უფროსობას სწორად შეუფასონ გადაწყვეტილებები, რომელიც შეიაძლება ერთი შეხედვით თვალსაჩინო არ არის, მაგრამ არც ისე ცოტაა. ისინი საკმაოდ აქტიურები არიან, შეუძლიან მოახდინონ კონცენტრაცია და არასდროს მოქმედებენ ცხელ გულზე ან გამართლებაზე. მათ შეუძლიათ წარმატებას მიაღწიონ ისეთ დარგებში სადაც გამოიყენებენ საკუთარ ნიჭს გამოგონებისა. დიპლომატია, სამედიცინო საქმიანობა, იურიზდიქცია და პოლიტიკა, იდეალურია მათთვის.

 

მორიელი – ის ჩემპიონია. აქვს უნარი მიაღწიოს ყველაფერს რაც მას სურს. ის ძალიან დარწმუნებულია საკუთარ თავში და საკუთარი მიზნის მისაღწევად ანადგურებს ყველაფერს რაც კი გზაზე გადაეღობება. ზუსტად ამიტომაც ის ყოველთვის იღებს იმას რაც უნდა. თუმცა საქმე იმაშია რომ მისი წარმოსახვის უნარი საკმაოდ მწირია და მისი მიზნები მუდამ კარიერას არ უკავშირდება. მაგრამ თუ კი ის ჩაიფიქრებს რომ ჰქონდეს წარმატებული კარიერა, ექნება კიდეც! საკუთარი ტალანტის ბოლომდე გამოვლენა მორიელს შეუძლია მეცნიერებაში, ჟურნალისტიკაში, ფსიქოლოგიაში, ფსიქიატრიასა და სამედიცინო საქმიანობაში.

 

მშვილდოსანი – ისეთივე მსუბუქია როგორც ქარი. საქმიანობაში ეს მისთვის პლუსიცაა და მინუსიც. გარდა ამისა, იგი არ ცნობს ზემდგომებს და საეჭვოა უფროსს მისცეს იმის საშუალება რომ, მოექცეს ისე როგორც მას უნდა. ასეთი თვისებების გამო, მშვილდოსანი არც ისე წარმატებულ კარიერისტად ითვლება. თუმცა ის ერთგულია იმ საქმისა რასაც აკეთებს და  მისი წინსვლაც, არავისთვის შეუმჩნეველი არ რჩება. მისთვის შესაფერისია სარეკლამო ან გაყიდვების აგენტის თანამდებობა, ასევე სპორტი, კასკადიორი, ჟურნალისტი და თეატრი.

 

თხის რქა – ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კარიერისტია ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით. ისინი საკმაოდ შრომისმოყვარეები, ძლიერები და ამბიციურები არიან. რაც მათ საშუალებას აძლევს შთაბეჭდილება მოახდინონ უფროსობაზე და კარიერა წარმატებულად წარმართონ. ის ძალიან ნელი ტემპით ეცდება წაიწიოს წინ და წინ. საბოლოო ჯამში, ის შეიძლება გამოვიდეს საუკეთესო ინჟინერი, ექიმი, მასწავლებელი, იუველირი, საბანკო საქმის მცოდნე და თანამდებობის პირი.

 

მერწყული – ეს გენიოსების ნიშანია. მათ შორის ხშირად ვხვდებით ადამიანებს, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს სამყაროს გავნითარებაში. მიუხედავად იმისა რომ ისინი სწავლულები არიან, აგრეთვე გამოირჩევიან არაჩვეულებრივი მიდგომით საქმისადმი. არიან ძალიან პუნქტუალურები და შრომისმოყვარეები. მათი ფანტაზია და წარმოსახვის უნარი კი, საშუალებას აძლევს დაიპყრონ პროფესიული სათავეები.  ისინი არიან საუკეთესო გამომგონებლები, მწერლები, ჟურნალისტები და სარეკლამო სპეციალისტები. გარდა ამისა, მათი ტალანტი კარგად ვლინდება ხელოვნებაშიც.

 

თევზები – ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები, ნიჭიერები, მაგრამ არაპრაქტიკულები არიან. ცხოვრებაში მათ შეუძლიათ მიაღწიონ ყველაფერს ან არაფერს. საერთოდ არ არიან ამბიციურები, სახელი, ფინანსური წარმატება და ძალაუფლება მათთვის არ არის მნიშვნელოვანი. არ არის გასაკვირი ის რომ მათ ძალიან უჭირთ საკუთარი გზის გაკვლევა და მუდამ აქვთ იმის იმედი რომ, შეხვდებიან ისეთ ადამიანს, რომელიც მათ გზას გაუკვალავს. თუკი ასეთი რამ მოხდება, მათი წარმატება გარდაუვალია ნებისმიერ სფეროში. თუმცა ასეთი ადამიანების მოლოდინში, ხშირად ცხოვრების ბოლომდე რჩებიან წარუმატებელ ადამიანებად. ასეთი ნატურის მქონე თევზები საკუთარ თავს პოულობენ ისეთ პროფეშიებში როგორებიცაა მუსიკა, კინო, თეატრი. თევზებს აქვთ პოტენციალი იყვნენ საუკეთესო ვიზაჟისტები, აგრეთვე კარგი მასწავლებლები სახელოვნებო სკოლებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები