მსოფლიოში ყველაზე გადატვირთული საფრენი ბილიკის მუშაობას ვიდეო გადაუღეს და შედეგი მართლაც შთამბეჭდავია.
აღნიშნული ბილიკი ლონდონის გატვიკის აეროპორტში მდებარეობს და ის მართლაც 24 საათის განმავლობაში გადატვირთულია.
შეგახსენებთ, რომ გატვიკმა აპრილის თვეში რეკორდიც კი დაამყარა და 3,8 მილიონ მგზავრს მოემსახურა.
აღსანიშნავია, რომ ზოგადად მსოფლიო მონაცემების მიხედვით ყველაზე გადატვირთული – ჩიკაგოს ო’ჰარას აეროპორტია და მას გასულ წელს 77 მილიონი მგზავრი ყავდა.